top of page

Search this site

452 results found with an empty search

  • თურქეთი, იზმირი 2018

    ვულოცავთ ჩვენი სკოლის IX კლასელებს – მარიამ ყანჩაველს და ლიკა ღლონტს თურქეთის საერთაშორისო კონფერენციაზე IV ადგილის დაკავებას. მათ პროექტები წარადგინეს მათემატიკის სექციაში. უკვე მოწვევა მიღებულია მომავალი წლის კონფერენციიდან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი წარმომადგენლები კონკურსანტებს შორის ასაკით ყველაზე უმცროსები იყვნენ და მით უფრო სასიხარულოა მათ მიერ მოპოვებული გამარჯვება.

  • ბოტსვანა 2018

    IJSO – ახალგაზრდა მეცნიერთა XV საერთაშორისო ოლიმპიადა წელს ბოტსვანის დედაქალაქ გაბორონეში გაიმართა. IJSO – ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რთული ოლიმპიადაა, ის 3 საბუნებისმეტყველო საგანში – ფიზიკა, ქიმია და ბილოგია იმართება. ოლიმპიადა 10 დღის განმავლობაში გრძელდება და სამ ტურად ტარდება. მოსწავლეები ერთმანეთს ტესტურ, თეორიულ და ექსპერიმენტალურ დავალებებში ეჯიბრებიან. გუნდის ლიდერები და მოსწავლეები ცალ-ცალკე იმყოფებიან. ლიდერები მონაწილეობენ ოლიმპიადის დავალებების არჩევაში და მათ თარგმნაში, თუმცა ყველა მონაწილე სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას. წელს ოლიმპიადაში, რომელიც 2-11 დეკემბერს ჩატარდა, მონაწილეობას 44 ქვეყანა იღებდა. საქართველოს ნაკრები მთლიანად ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის X კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტდა. (რადგანაც ოლიმპიადაში მონაწილეთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 16 წელს). მის   შემადგენლობაში შედიოდნენ: ​ ლიკა ღლონტი, მარიმ წულუკიძე, მარიამ ყანჩაველი, მარიამ საფარაშვილი, თათია კობახიძე, ალექსანდრე ერაძე . ისევე როგორც წინა წლებში, ჩვენი გუნდი წარმატებით გამოვიდა ოლიმპიადაზე. საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ბოტსვანაში ჩვენი გუნდი დოჰას და იოჰანესბურგის გავლით გაემგზავრა. ყატარის ავიახაზებით მგზავრობის ხანგრძლივობამ  27 სთ შეადგინა. ისევე როგორც წინა წლებში ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული ოლიმპიადის კულტურული პროგრამა. მოკოლოდის (Mokolodi) და ჯვანას  (Jwana) ბუნებრივი ნაკრძალების ფლორამ და ფაუნამ მონაწილეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მომდევნო ოლიმპიადა ყატარში გაიმართება, საიდანაც მოწვევა უკვე მიიღო ჩვენმა გუნდმა. კონფერენციის კულტურული ღონისძიება ძალზედ შთამბეჭდავი იყო. დახურვის ცერემონიაზე დიდი მოწონება დაიმსახურა ქართულმა პერფომანსმა.

  • INTEL ISEF 2018

    INTEL ISEF 2018 -პენსილვანიის შტატი ქალაქი პიცბურგისაქართველოს ნაკრები ფინალისტები გახდნენ

  • ჰოლანდია 2017

    ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების მოსწავლეებმა, რომლებიც საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე – IJSO, ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. წელს ჰოლანდიაში IJSO ოლიმპიადა 3-13 დეკემბერს მე-14 ჩატარდა. ოლიმპიადაში მონაწილეობდა 52 ქვეყნის გუნდი. თითოეულ გუნდში 6-6 მოსწავლეა, რომელთა ასაკი არ აღემატება 16 წელს. მოსწავლეები ერთმანეთს 3 საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში – ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ეჯიბრებიან. ​ ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება და მოიცავს ტესტურ, თეორიულ და ექსპერიმენტალურ დავალებებს. IJSO – მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ ოლიმპიადად და ის 10დღის განმავლობაში გრძელდება. გუნდის ლიდერები და მოსწავლეები ცალ-ცალკე იმყოფებიან. წელს ლიდერები ქ. ნაიმეგენში, ვალ მონტეს სასტუმროში, ხოლო მოსწავლეები ქ. არნემის, ოლიმპიური მომზადების ცენტრ – პაპენდალში ცხოვრობდნენ. ​ ყოველთვის ბრწყინვალედ არის ორგანიზებული ოლიმპიადის ექსკურსიების პროგრამა. მოსწავლეებმა და ლიდერებმა დაათვალიერეს ამსტერდამის ღირსშესანიშნაობები, მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა რემბრანდტის და ვან გოგის მუზეუმებმა, ასევე ამსტერდამის ქუჩებში ნავით სეირნობამ. ​ უკვე ცნობილია მომდევნო IJSO-ს მასპინძელი ქვეყნები. შემდეგ წლებში ოლიმპიადა – ბოცვანაში, კატარში, გერმანიაში, განაში, ესტონეთსა და ტაილანდში ჩატარდება.

  • აშშ, პენსილვანია, პიცბურგი 2017

    13-19 მაისს INTELL ISEF საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე  წარსდგნენ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის და ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა გუნდები შემდეგი შემადგენლობით:   მათემატიკის სექცია:  ნოდარ ტრაპაიძე მარიამ მებუკე ნინი მაჩაიძე

  • გერმანია 2017

    საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები 16-22 აპრილს იმყოფებოდა გერმანიის ქ. შტუტგარტში ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც წელს ოცდამეოთხედ ჩატარდა. ახალგაზრდა მეცნიერები მსოფლიოს 29 ქვეყნიდან ერთმანეთს 5 სამეცნიერო კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ.   საქართველოს ნაკრები შედგებოდა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის და ქართულ-ამერიკული სკოლის 10 მოსწავლისაგან. ​ ვერცხლის მედალი – თინათინ კამკამიძე და არჩილ გელენავა – სიცოცხლის მეცნიერებების კატეგორიაში; ბრინჯაოს მედალი – მარიამ გიგაური – ფიზიკა; ბრინჯაოს მედალი – მარიამ როსტომაშვილი – მათემატიკა;  ბრინჯაოს მედალი – მამუკა კობახიძე და დავით გუდაძე – მათემატიკა; სპეციალური პრიზი – გიორგი ბუგეჩაშვილი და თინათინ ლაღაძე – მათემატიკა. კონფერენციის დასასრულს, დასკვნით საღამოზე ყველა ქვეყანამ წარმოადგინა საკუთარი კულტურული ნომერი. ქართველების ცეკვამ გიტარის აკომპანირებით დიდი მოწონება დაიმსახურა.მაისის თვეში, ჩვენი სკოლების მოსწავლეები, ახლა უკვე ამერიკაში დაიცავენ საქართველოს ღირსებას. წელს INTEL ISEF კალიფორნიის დედაქალაქ ლოს-ანჯელესში გაიმართება.

  • INTEL ISEF, აშშ -2015

    2015 წელი ქართულ-ამერიკული სკოლა საერთაშორისო კონფერენციაზე - INTEL ISEF აშშ , არიზონა

  • თურქეთი 2015

    2015 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია – ICYS (International Conference of Young Scientists) წელს 22-ჯერ ჩატარდა. ამჟამად კონფერენციას თურქეთის ქალაქ იზმირმა უმასპინძლა. მონაწილეობდა 28 ქვეყნის 203   მოსწავლე, რომლებმაც საპროექტო ნაშრომები -5 სექციაში წარმოადგინეს: ​ Computer Science and Engineering Environmental Sciences Life Sciences Mathematics Physics  ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლის გაერთიანებული გუნდი დიდი წარმატებით გამოვიდა მათემატიკის სექციაში. ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს: ​ გიორგი მესხი-ოქრო, მარი ქანაშვილი-ოქრო, გიორგი გიორგაძე-ვერცხლი, ჯაბა ჯაბაური-ვერცხლი. ​​ აღნიშნულ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით მათი მათემატიკის და ინგლისური ენის პედაგოგებს – ია მებონიას, ბელა ქორიძეს, ნუგზარ პაპაშვილს.  ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული კონფერენციის კულტურული პროგრამა. იზმირის ღირსშესანიშნაობებმა, ანტიკურმა ქალაქმა-ეფესომ (აქ მდებარეობდა არტემიდას ტაძარი, რომელიც შეტანილია მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში) და მარიამ ღვთისმშობლის სახლმა ( ის პოპულარულია მომლოცველებში, მათ შორის მოინახულეს ბოლო სამმა პაპმაც) მონაწილეებზე წარუშლელი შთაბეჭდილებები მოახდინეს. ვულოცავთ ჩვენ გუნდს ტრიუმფალურ გამოსვლას და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ 23-ე კონფერენციაზე, რომელიც რუმინეთში გაიმართება

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის ჩიხი II, #7;

ნინო რამიშვილი #16

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page