top of page

Search this site

452 results found with an empty search

  • "გაიცანი დიდი ადამიანები - მარო მაყაშვილი"

    ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკარის, თ. ჭელიძის გრძელვადიანი პროექტის „გაიცანი დიდი ადამიანები“ ფარგლებში, თებერვალი მიეძღვნა მარო მაყაშვილს - პირველ ქართველ ქალს, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა: მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში მოისმინეს მისი ცხოვრების შთამბეჭდავი ამბები; შემდეგ კი დაათვალიერეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, სადაც ისტორია მათთვის ცოცხალ გამოცდილებად იქცა. ასეთი არაფორმალური საგანმანათლებლო ინიციატივები ცოდნას ღირებულებებთან აერთიანებს და ხელს უწყობს მოქალაქეობრივად შეგნებული თაობის აღზრდას.

  • სტუმარი - საბავშვო წიგნების ავტორი თამარ ფხაკაძე

    17 თებერვალს ქართულ-ამერიკული სკოლა განსაკუთრებულ სტუმარს მასპინძლობდა - საბავშვო წიგნების ავტორს და ბავშვების უსაყვარლეს მწერალს, თამარ ფხაკაძეს . | შეხვედრისას, მწერალმა ჩვენს მესამეკლასელებს სასიხარულო ამბავი გაუზიარა - მათი საყვარელი გმირის, მარსიას , ახალი თავგადასავლის გაგრძელებაზე მუშაობს. ბავშვებმა ავტორს სიუჟეტის განვითარების საკუთარი საინტერესო იდეები შესთავაზეს, წაუკითხეს მათ მიერ მოფიქრებული ჯადოსნური შელოცვები, დაუსვეს უამრავი კითხვა და სიყვარულით დახატული პორტრეტი აჩუქეს. შეხვედრა ტრადიციისამებრ ავტოგრაფებითა და სამახსოვრო ფოტოებით დასრულდა. ქართულ-ამერიკულ სკოლას ხშირად სტუმრობენ საბავშვო მწერლები და პოეტები , რაც მოსწავლეებში წიგნის კითხვის სიყვარულის გაღვივებას ისახავს მიზნად.

  • სამაგიდო ჩოგბურთის შიდა სასკოლო ჩემპიონატი

    ქართულ-ამერიკული სკოლაში წარმატებით ჩატარდა სამაგიდო ჩოგბურთის შიდა სასკოლო ჩემპიონატი, რომელიც გაიმართა მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის და ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით. ვაჟებში გამარჯვებულები: ჯეკო მეიშვილი გიორგი ლომთაძე იოანე ჭუმბურიძე გოგოებში გამარჯვებულები: ანა მჭედლიშვილი მარიამ კერვალიშვილი მარიამ შახნაზაროვა პედაგოგი: ლევან დემეტრაშვილი ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილესა და მოსწავლეთა თვითმმართველობას! მომავალი ტურნირებისთვის მზადება უკვე დაიწყო! ქართულ-ამერიკული სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესის გაღვივებას და აქტიური ცხოვრების პოპულარიზაციას!

  • ვალენტინობის დღე ქართულ-ამერიკულ სკოლაში

    მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩართულობით, დაიგეგმა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სახლში მოამზადეს ნამცხვრები და დასვენებაზე მოეწყო გამოფენა-გაყიდვა . შემოსული თანხა მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს. ქართულ-ამერიკული სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს მსგავს სამოქალაქო ინიციატივებს და ამაყობს მოსწავლეებით, რომლებიც გულწრფელად ზრუნავენ სხვებზე. სიკეთე მართლაც გადამდებია

  • MUN 2026 | ორგანიზაციული შეხვედრა

    მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებითა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით , ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართება გაეროს მოდელირების სიმულაცია (MUN) - სამდღიანი საგანმანათლებლო პროექტი , რომელიც მოსწავლეებს დიპლომატიური, კრიტიკული აზროვნებისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარებაში დაეხმარება. პროექტში მონაწილეობას იღებს ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების 39 დელეგატი . შარშანდელი დელეგატები, მათ შორის ნიუ-იორკში გამართული გაეროს კონფერენციის მონაწილე გამოცდილი მოსწავლეები, წელს ჯგუფების ლიდერების როლს ასრულებენ. 12 თებერვალს გაიმართა ორგანიზაციული შეხვედრა, სადაც მონაწილეებს გააცნეს წესები და მისცეს პრაქტიკული რეკომენდაციები. შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდა ქვეყნები, ჩამოყალიბდა კომიტეტები და სამუშაო ჯგუფები. მსგავსი საგანმანათლებლო პროექტები ქართულ-ამერიკულ სკოლაში ყოველწლიურად ტარდება. წინ გველის 3 საინტერესო და დინამიური სამუშაო დღე!

  • წერილი ლევენჰუკს - მე-7 კლასის ინტეგრირებული პროექტი

    მე-7 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო ინტეგრირებული პროექტის ფარგლებში მეცნიერების ისტორია თანამედროვე ბიოლოგიას დაუკავშირეს. პროექტის ფარგლებში მათ წერილი მისწერეს მე-17 საუკუნის ცნობილ მეცნიერს - ანტონი ვან ლევენჰუკს. გააცნეს უჯრედის შესახებ ის მნიშვნელოვანი აღმოჩენები, რომლებიც მისი ეპოქის შემდეგ განვითარდა. პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა წერილის სამ ენაზე - ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე მომზადება , რაც ხელს უწყობდა როგორც საგნობრივ ინტეგრაციას, ასევე მოსწავლეთა მრავალენოვანი კომპეტენციების განვითარებას. პროექტმა ხელი შეუწყო კვლევითი, ანალიტიკური და წერითი უნარების განვითარებას. მენტორი პედაგოგები: ლიკა მესხი და ფიქრია წიკლაური

  • მეორე კლასების ინტეგრირებული STEAM პროექტი

    ქართულ-ამერიკული სკოლის მეორე კლასებში ჩატარდა ინტეგრირებული STEAM პროექტი სხვადასხვა საგნების კოლაბორაციით. გაკვეთილებზე მოსწავლეებმა ჯგუფურად დაწერეს საინტერესო ისტორიები, რომლებიც შემდეგ საკუთარი ილუსტრაციებით გააფერადეს. ისტის გაკვეთილზე ეს ილუსტრაციები გაციფრულდა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ანიმაციებად გადაიქცა . საბოლოოდ მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები გაახმოვანეს და მშობლებს წარუდგინეს მზა, ლამაზი ანიმაციური ზღაპარი. ღონისძიება სავსე იყო სიხარულითა და შემოქმედებითი ენერგიით.

  • მე-6 კლასელები ო. ჰენრის სამყაროში

    ქართულ-ამერიკული სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა მაყურებლის წინაშე წარადგინეს დადგმა ამერიკელი მწერლის, ო. ჰენრის, მოთხრობების მიხედვით . მწერლის შემოქმედებას ისინი ინგლისური ენის კლასგარეშე საკითხავის ფარგლებში გაეცნენ. მოსწავლეებმა დამაჯერებლად გააცოცხლეს გმირები, მათი ხასიათი და განცდები. სამსახიობო ოსტატობით მათ შეძლეს ტექსტის სიღრმის, მნიშვნელობისა და ავტორის გზავნილების გადმოცემა. ვულოცავთ პატარა მსახიობებს ამ წარმატებულ გამოსვლას - ეს იყო კრეატიულობის, გუნდური მუშაობისა და ნიჭის ნამდვილი ზეიმი.

  • ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ვიზიტი

    ქართულ-ამერიკულ სკოლაში მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეთა თვითმმართველობის მოწვევით , ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა - ქეთი შუღლაშვილმა და ნატალი ჯაფარიძემ ისაუბრეს თანამედროვე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან თემებზე: დეზინფორმაცია მედია წიგნიერება მოსწავლეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები, როგორ ამოიცნონ მცდარი ინფორმაცია, კრიტიკულად გააანალიზონ მედია და პასუხისმგებლობით მოიხმარონ ინფორმაცია ციფრულ სივრცეში.

  • სიზმარი, რომელიც წიგნად გადაიქცა

    წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე სთან დაკავშირებით ქართულ-ამერიკულ სკოლას ცნობილი ქართველი საბავშვო მწერალი, ვასილ გულეური ესტუმრა . სტუმარმა GAS -ის ცნობისმოყვარე მე-5 კლასელებს თავისი ახალი წიგნის შესახებ უამბო. აღმოჩნდა, რომ მწერალმა წიგნში დაწერილი ამბავი სიზმარში ნახა. სწორედ სიზმარი იქცა ინსპირაციად და ნანახმა ფურცლებზე გადმოინაცვლა სახელწოდებით, „სიზმარში დაკარგული ბიჭის ამბავი“ . მწერალმა წიგნიდან ამონარიდები წაიკითხა, რამაც ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია . შეხვედრისას ვასილ გულეურმა მოსწავლეებს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ნამუშევარი გააცნო - POP-UP წიგნი “საქართველო”. მოსწავლეებმა მწერალს დაუსვეს უამრავი საინტერესო კითხვა. ისაუბრეს ახალი პერსონაჟების შექმნის იდეებზე,მწერლის გზასა და წიგნების სამყაროზე . ქართულ-ამერიკულ სკოლას ხშირად სტუმრობენ საბავშვო მწერლები და პოეტები, რაც მოსწავლეებში წიგნის კითხვის სიყვარულის გაღვივებასა და ლიტერატურისადმი ინტერესის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

  • ლუკა კოკაია - "საჯარო გამოსვლის ხელოვნება და ეფექტური კომუნიკაცია"

    ქართულ-ამერიკული სკოლის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული გრძელვადიანი პროექტის - „GAS Speaker Forum “- ფარგლებში, სკოლაში მოიწვიეს მომხსენებელი ლუკა კოკაია , ვივა აკადემიის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი. შეხვედრის თემა იყო საჯარო გამოსვლის ხელოვნება და ეფექტური კომუნიკაცია . საუბარი შეეხო იმ მნიშვნელოვან უნარებს, რომლებიც საჯარო გამოსვლისას აუცილებელია და წარმატებულ კომუნიკაციას განაპირობებს. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მათ პირად და აკადემიურ განვითარებას შეუწყობს ხელს. GAS Speaker Forum გრძელდება და მომავალშიც არაერთ საინტერესო შეხვედრას გვპირდება.

  • „Shark Tank“ ქართულ-ამერიკულ სკოლაში

    ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა BU წარმომადგენლების შეხვედრა ამერიკული სადიპლომო AP პროგრამის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან. სესიის ფარგლებში სტუმრებმა ისაუბრეს ცნობილი კომპანიების ბიზნესმოდელებზე და მოსწავლეებს გააცნეს ბრიტანული უნივერსიტეტის ახალი პროექტი - „Shark Tank “, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესიდეების განვითარებას, სტარტაპების დაგეგმვასა და სამეწარმეო აზროვნების გაძლიერებას. ჩვენს მოსწავლეებს სურვილისამებრ შეუძლიათ გუნდებში გაერთიანება და პროექტში მონაწილეობა. შეხვედრას უძღვებოდნენ: ია გოისაშვილი – ბრიტანული უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ბოლქვაძე – BU-ის ლექტორი და კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი საინტერესო ლექციის შემდეგ მოსწავლეებმა გუნდურად იმუშავეს, შეასრულეს პრაქტიკული დავალებები, შექმნეს და წარადგინეს კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიები. ქართულ-ამერიკული სკოლა მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორს - ბრიტანულ უნივერსიტეტს.

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის ჩიხი II, #7;

ნინო რამიშვილი #16

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page