Search this site
452 results found with an empty search
- "ჩვენი როლი ურბანული ბიომრავალფეროვნების დაცვაში" - ქრისტინე ბელაშვილი
ქართულ-ამერიკული სკოლის მოქალაქეობის პროექტის ფარგლებში , მოსწავლეთა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, სკოლაში მოიწვიეს გარემოსდაცვითი განათლების სპეციალისტი, პროექტ „შეამჩნიე“ -ს თანადამფუძნებელი - ქრისტინე ბელაშვილი . აღსანიშნავია, რომ მოწვეული სტუმარი 2024 წელს ჩრდილოეთ ამერიკის გარემოსდაცვითი ასოციაციის მიერ შერჩეულ იქნა იმ 30 წლამდე 30 ადამიანს შორის , რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გარემოსდაცვითი განათლების განვითარებაში . შეხვედრის თემა იყო: ჩვენი როლი ურბანული ბიომრავალფეროვნების დაცვაში. საუბარი შეეხო ურბანულ გარემოსა და მასში მობინადრე ცოცხალ ორგანიზმებს, არსებულ საფრთხეებსა და იმაზე, თუ როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს თავისი წვლილი შეიტანოს მათ დაცვაში. მოსწავლეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ურბანული ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. GAS Speaker Forum გრძელდება და მომავალშიც არაერთ საინტერესო და შინაარსობრივ შეხვედრას გვპირდება.
- წითელი ჯვრის ტრენინგი ქართულ-ამერიკულ სკოლაში
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით, სკოლას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელი ეწვია . მოწვეულმა სტუმარმა მოსწავლეებს გააცნო პირველადი დახმარების საფუძვლები, ისაუბრა გადაუდებელ სიტუაციებში მოქმედების სწორ ალგორითმზე და პრაქტიკულად აჩვენა გულის მასაჟის შესრულების წესები. თეორიული ნაწილის შემდეგ, ეკოკლუბის წევრებმა მულაჟის გამოყენებით მიღებული ცოდნა პრაქტიკით გაამყარეს. დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
- „დიდი მოგზაურები“ - მოგზაურობა ისტორიასა და დროში
ქართული-ამერიკული სკოლის მე-4 კლასებში საინტერესო ინტეგრირებული პროექტი „დიდი მოგზაურები“ დასრულდა და შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. ინტეგრირებული პროექტი ( ქართული / ბუნება / ისტორია / ინგლისური / ხელოვნება ) მოიცავდა თემატურ სკეტჩებს, ციფრულ ტექნოლოგიებს, პოსტერებს, დღიურის ჩანაწერებს, ხელნაკეთ წიგნებსა და ბუკლეტებს. პატარა მკვლევრებმა გაგვაცნეს ცნობილი მოგზაურები და მათი საოცარი აღმოჩენები. მაყურებელმა იმოგზაურა მარკო პოლოსთან, ქრისტეფორე კოლუმბთან, რუალდ ამუნდსენთან, ფერნანდო მაგელანთან, ამერიგო ვესპუჩთან ერთად.
- თვითმმართველობის ინიციატივა – ახალი სასკოლო ფორმის დიზაინი
ქართულ-ამერიკული სკოლის თვითმმართველობამ, სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჩაატარა ახალი სასკოლო ფორმის დიზაინის კონკურსი , რომელშიც ყველა მოსწავლეს შეეძლო მონაწილეობის მიღება. მოსწავლეებმა გამოგზავნეს ესკიზები, ხოლო თვითმმართველობის ინსტაგრამ გვერდზე @gasstudent ჩატარებული ხმის მიცემის შედეგად, გამოვლინდა 16 საუკეთესო ნამუშევარი. 27 იანვარს საუკეთესო ესკიზების ავტორები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. თვითმმართველობა აქტიურადაა ჩართული სკოლის ცხოვრებაში – ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებას, სთავაზობს მათ სივრცეს იდეების რეალიზებისთვის და ქმნის მეგობრულ, შემოქმედებით გარემოს.
- "გაუყავი თხილის გული"
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით სკოლაში გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხით მოსწავლეებმა შეიძინეს სურსათი და 27 იანვარს საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ მოინახულეს.გასვლით აქტივობაში ჩაერთნენ სკოლის თვითმმართველობისა და ეკოკლუბის მოსწავლეები, ეკოკლუბის ხელმძღვანელ ლიკა მესხთან ერთად. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ქალბატონებმა ე ლენე ფანჯიკიძემ და ირმა დოლიძემ, გულთბილად უმასპინძლეს GAS-ელებს და საკუთარი საქმიანობის დეტალები გააცნეს. ორგანიზაცია „თხილის გული“ ყოველდღიურად ამზადებს და ურიგებს სადილს 250 ბენეფიციარს. ორგანიზაცია შემოწირულობების დახმარებით ფუნქციონირებს. ბავშვებმა სურვილი გამოთქვეს, თავადაც ჩართულიყვნენ სადილის მოსამზადებელ ეტაპებში. ქართულ-ამერიკული სკოლა უწყობს ხელს მოსწავლეებში ემპათიის, სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას. 🌍 ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა სიკეთე არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ისწავლონ.
- ნინოობა GAS-ში
✨ წმინდა ნინო - რწმენის, სიმტკიცისა და სიყვარულის სიმბოლოა . ეს დღე განსაკუთრებით გვახსენებს სიკეთეს, ერთგულებას და იმ გზას, რომელმაც საქართველო გაანათა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4(4) კლასის მოსწავლეებმა წმინდანის ცხოვრების შესახებ როლური პრეზენტაცია წარადგინეს. ბავშვებმა წმინდა ნინოს ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი გააცოცხლეს და საინტერესო ფორმით გააცნეს თანატოლებს. პედაგოგები: თამარ ჭელიძე, ეკატერინე მაკარაძე
- ✨ ცეკვის ჯადოსნური საღამო გრიბოედოვის თეატრში
18 მარტს, 20:00 საათზე, ალექსანდრე გრიბოედოვის დრამატულ თეატრში გაიმართა ქართული-ამერიკული სკოლის თანამედროვე ცეკვის წრის კონცერტი. საღამოზე წარმოდგენილი იყო შვიდი შთამბეჭდავი ქორეოგრაფიული ნომერი, რომლის დადგმაც ეკუთვნის ქორეოგრაფ ანა ჯანიკაშვილს. მადლობა ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს, რომლებმაც თავდაუზოგავი შრომით შექმნეს ეს ლამაზი სანახაობა. მადლობა მშობლებს მხარდაჭერისთვის და, რა თქმა უნდა, მაყურებელს - თქვენი აპლოდისმენტები ჩვენთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. 📌 მონაწილეობდნენ: ანასტასია ფიოლია, ანამარია ფილლიპსი, ალექსანდრა გაბელია, ელისაბედ ბერიაშვილი, ლილე დანგაძე, ნინა უტიაშვილი, მერიემ ნურიევა, სოფია მეგრელიძე, ნიტა ალადაშვილი, სოფია ბარინოვა,ევა ბარინოვა. 💃 შესრულებული ცეკვები: Disco, Alleluia, Polka, Follow, Latin mix, Dolls, Juicy Wiggle 🚀 ეს კონცერტი იყო კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი და მოუთმენლად ველით ახალ შემოქმედებით პროექტებს.
- ფსიქოთერაპევტი ბესო ჭიღვარია / თემა: მენტალური ჯანმრთელობა
ქართულ-ამერიკული სკოლის მოქალაქეობის პროექტის ფარგლებში , მე-10/2 კლასის ინიციატივითა და მოსწავლეთა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, გაიმართა საინფორმაციო და საინტერესო შეხვედრა ფსიქოთერაპევტ ბესო ჭიღვარიასთან. შეხვედრის მთავარი თემა იყო მენტალური ჯანმრთელობა - მისი მნიშვნელობა, ემოციების მართვის გზები და პრაქტიკული რეკომენდაციები სტრესისა და შფოთვის დასაძლევად. შეხვედრას ესწრებოდნენ მე-7–მე-10 კლასების მოსწავლეები. ზრუნვა მენტალურ ჯანმრთელობაზე ძლიერი და ჯანმრთელი საზოგადოების საფუძველია.
- მზადება NHSMUN 2026 -ისთვის
ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლები აქტიურად ემზადებიან გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციისთვის (NHSMUN 2026). ამასთან დაკავშირებით ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა ორდღიანი მოსამზადებელი სესია . დელეგატებმა ინდივიდუალურად წარადგინეს დამუშავებული თემები და მიიღეს ჩვენი კვალიფიციური მენტორების რეკომენდაციები , რაც მონაწილეებს დაეხმარება არგუმენტაციის გაძლიერებასა და დიპლომატიური უნარების დახვეწაში. ჩვენი დელეგატები თავდაჯერებულად აგრძელებენ გზას საერთაშორისო ასპარეზისკენ . წარმატებებს ვუსურვებთ მათ NHSMUN 2026-ზე!
- საახალწლო ქრონიკიდან: პატარა მსახიობები
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასელებმა სცენაზე ნამდვილი დღესასწაული შექმნეს და წარმოადგინეს ორი დაუვიწყარი სპექტაკლი: რუსულად: „ბურატინოს საახალწლო თავგადასავალი“ - დიდი მადლობა პედაგოგ ეკატერინე ჭუჭულაშვილს , ასეთი მომზადებისთვის! გერმანულად: „ფიფქია და 2 ჯუჯა“ - მადლობა პედაგოგ მარინე კობახიძეს , შთამბეჭდავი ნამუშევრისთვის! ბავშვებმა დიდი მონდომებით ითამაშეს და მაყურებელიც აღაფრთოვანეს. ვულოცავთ ჩვენს პატარა მსახიობებს წარმატებულ გამოსვლას!
- 2025 | SAT | Top Scoring Students
𝟐𝟎𝟐𝟓 | 𝐒𝐀𝐓 | ქართულ-ამერიკული სკოლის წლის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები ქართულ-ამერიკული სკოლა ამაყობს 𝟐𝟎𝟐𝟓 წლის 𝐒𝐀𝐓 გამოცდაზე ჩვენი მოსწავლეების გამორჩეული შედეგებით: ელენე მამულაშვილი — 𝟏𝟓𝟎𝟎 ქულა 𝐈𝐖𝐈𝐒𝐄 საერთაშორისო კონფერენცია ალექსანდრე ნაზღაიძე — 𝟏𝟓𝟎𝟎 ქულა 𝐑𝐞𝐠𝐞𝐧𝐞𝐫𝐨𝐧 𝐈𝐒𝐄𝐅 საერთაშორისო გამოფენის ფინალისტი 𝐒𝐓𝐄𝐌 ოლიმპიადის გამარჯვებული ზურაბ კილაძე — 𝟏𝟒𝟖𝟎 ქულა 𝐈𝐖𝐈𝐒𝐄 საერთაშორისო კონფერენცია ელენე მარი ლომთაძე — 𝟏𝟒𝟕𝟎 ქულა 𝐈𝐂𝐘𝐒 საერთაშორისო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი თორნიკე გაბელია — 𝟏𝟒𝟔𝟎 ქულა 𝐑𝐞𝐠𝐞𝐧𝐞𝐫𝐨𝐧 𝐈𝐒𝐄𝐅 საერთაშორისო გამოფენის ფინალისტი 𝐒𝐓𝐄𝐌 ოლიმპიადის გამარჯვებული ანა ჩხორთოლია — 𝟏𝟒𝟐𝟎 ქულა 𝐈𝐉𝐒𝐎 საერთაშორისო ოლიმპიადის ფინალისტი ნიკოლოზ ყულოშვილი — 𝟏𝟒𝟏𝟎 ქულა 𝐑𝐞𝐠𝐞𝐧𝐞𝐫𝐨𝐧 𝐈𝐒𝐄𝐅 საერთაშორისო გამოფენის ფინალისტი 𝐒𝐓𝐄𝐌 ოლიმპიადის გამარჯვებული ნიკოლოზ კოკაია — 𝟏𝟒𝟎𝟎 ქულა 𝐈𝐖𝐈𝐒𝐄 – 𝐓𝐡𝐞 𝐈𝐧𝐭𝐞𝐫𝐧𝐚𝐭𝐢𝐨𝐧𝐚𝐥 𝐒𝐭𝐮𝐝𝐞𝐧𝐭 𝐄𝐱𝐩𝐨 (ფიზიკა) 𝐌𝐔𝐍 ნიუ-იორკი 𝟐𝟎𝟐𝟓 𝐈𝐂𝐘𝐒 𝟐𝟎𝟐𝟓 — ფიზიკა გიორგი მარგველაშვილი — 𝟏𝟒𝟎𝟎 ქულა 𝐈𝐌𝐄𝐂 ოლიმპიადა 𝐒𝐓𝐄𝐌 ოლიმპიადის მონაწილე ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართულ-ამერიკულ სკოლაში მიღებული განათლება სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და ამზადებს მოსწავლეებს გლობალური აკადემიური წარმატებისთვის. ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით და ვუსურვებთ მათ კიდევ უფრო დიდ მიღწევებს მომავალში!
- მოგზაურობა დროში და ისტორიაში
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა მაყურებელი დროში, ისტორიასა და ცოდნის სამყაროში ამოგზაურეს. მათ ინგლისურ ენაზე წარადგინეს ორი შთამბეჭდავი პროექტი - „Time Travelers“ და „Live Museum“, რომელთა ხელმძღვანელი ც ინგლისური ენის პედაგოგი, ნატო მიქავა , გახლდათ. პროექტის „Time Travelers“ ფარგლებში დროის საზღვრები წაიშალა — მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ის უდიდესი აღმოჩენები , რომლებმაც კაცობრიობის განვითარების ისტორია შეცვალა: ბორბალი, ქაღალდი, პენიცილინი და სხვა გამორჩეული გამოგონებები, რომლებმაც პროგრესის ახალი ეპოქები შექმნეს. „Live Museum“ -ის ფარგლებში კი სივრცე ნამდვილ ცოცხალ მუზეუმად იქცა — სადაც მსოფლიო ისტორიის გამორჩეული გენიოსები და დიდი ადამიანები გაცოცხლდნენ: დავით აღმაშენებელი, კლეოპატრა, ლეონარდო და ვინჩი, ალბერტ აინშტაინი, კოკო შანელი, ნაპოლეონი და სხვები. პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ, ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში. სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, კრეატიული და შთამაგონებელი. ქართულ-ამერიკული სკოლა არის სივრცე, სადაც ცოდნა სცდება სახელმძღვანელოს ფარგლებს და მოსწავლეებს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალი სრულად წარმოაჩინონ.













