Search this site
452 results found with an empty search
- Model United Nations (MUN) 2025
ქართულ-ამერიკული სკოლის გაეროს კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული გაეროს მოდელირების Model United Nations (MUN) 2025 კონფერენციაში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით გაიმართა. პროექტი დაფუძნებულია გაეროს სამუშაო შეხვედრების ფორმატზე და წარმოადგენს საგანმანათლებლო სიმულაციას, რომელიც მონაწილეებს - გაეროს წევრი ქვეყნების დელეგატების როლში - საშუალებას აძლევს განიხილონ საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალური საკითხები და იმუშაონ საერთაშორისო სხდომების პროცედურების შესაბამისად. ქართულ-ამერიკული სკოლის გაეროს კლუბის წევრები - ელენე გაგუა, დაჩი ქურხული, ნინო ანდღულაძე, მაგდა ზურაბაშვილი და მარიტა გურგენიძე - კონფერენციაზე გადანაწილდნენ შემდეგ კომიტეტებში: გაეროს გენერალური ასამბლეა თემები: „კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება: ახალი გზები ეკოლოგიური კრიზისის დასაძლევად“; „გლობალური ეკონომიკური უთანასწორობა და მისი გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭო თემები: „კიბერუსაფრთხოება და ჰიბრიდული ომის საფრთხე გლობალური სტაბილურობისთვის“; „ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო გამოყენება და საერთაშორისო რეგულირების საჭიროება“ გაეროს ქალთა ორგანიზაცია (ქალთა მდგომარეობის კომისია) თემები: „გენდერული თანასწორობა შრომის ბაზარზე: ეკონომიკური გაძლიერება და ქალების დამოუკიდებლობა“ ; „ქალების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში: პოლიტიკური წარმომადგენლობა და ლიდერობა“ ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებსა და დებატებში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. თითოეულმა კომიტეტმა იმსჯელა არსებულ გამოწვევებზე და შეიმუშავა რეზოლუციები, რომლებიც კონფერენციის დასკვნით ნაწილში იქნა წარდგენილი. ქართულ-ამერიკული სკოლის გაეროს კლუბის წევრებმა მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება საერთაშორისო დიპლომატიის, კრიტიკული აზროვნების, საჯარო გამოსვლებისა და გუნდური მუშაობის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს მათ როგორც აკადემიურ, ასევე პიროვნულ განვითარებას.
- პირველი კლასი, პირველი სემესტრი, პირველი საახალწლო ზეიმი
პირველი კლასი, პირველი სემესტრი, პირველი საახალწლო ზეიმი ქართულ-ამერიკული სკოლის პირველკლასელებისთვის წლის ბოლო სასკოლო კვირა საახალწლო ზეიმითა და ბედნიერი მშობლების ტაშით დასრულდა ლექსები, სიმღერები და ცეკვები - გულწრფელად, ღიმილითა და დიდი მონდომებით. ჩვენო უსაყვარლესო პირველკლასელებო, ძალიან გვეამაყებით!
- პატარა მოჭადრაკეები დიდ დაფაზე
ქართულ-ამერიკული სკოლის პირველკლასელებმა სემესტრის დასასრულს ჭადრაკის გაკვეთილები განსაკუთრებული და სახალისო აქტივობით შეაჯამეს. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჭადრაკის ფიგურების მოძრაობის წესები და თავისებურებები. თითოეულმა ბავშვმა თავად აირჩია სასურველი ფიგურა, მოირგო შესაბამისი ფორმა და დიდ საჭადრაკო დაფაზე „გააცოცხლა“ თავისი საჭადრაკო როლი. აქტივობა იყო ერთდროულად საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და ძალიან სახალისო. სწავლა თამაშით უფრო საინტერესოა
- ეკო კლუბი პარლამენტარიზმის მუზეუმში
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის მოსწავლეები ექსკურსიით იმყოფებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმში მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების მნიშვნელოვანი დოკუმენტების ასლები, მათ შორის უცხოეთის არქივებსა და წიგნთსაცავებში დაცული მასალები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს დარბაზები, ნახეს თემატური დოკუმენტური ფილმები და გიდის დახმარებით მიიღეს ბევრი საინტერესო და შემეცნებითი ინფორმაცია საქართველოს საპარლამენტო ისტორიის შესახებ. ვიზიტის მიზანი იყო გარემოსდაცვითი და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ურთიერთკავშირის გააზრება – როგორ ყალიბდება სახელმწიფო გადაწყვეტილებები და რა როლი აქვს აქტიურ მოქალაქეობას ქვეყნის მდგრად განვითარებაში.
- ბუნებისმეტყველება და 𝐒𝐓𝐄𝐌 პროექტები
მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებისა და ისტის ინტეგრირებულ ღია გაკვეთილზე საკუთარი ხელით შექმნილი 𝐒𝐓𝐄𝐌 პროექტები წარადგინეს. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ციურ სხეულებზე , ტექსტები ადაპტირება გაუკეთეს 5-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის და ელექტრონულად შექმნეს ილუსტრაციები წიგნის გასაფორმებლად . მიღებული მასალის საფუძველზე მათ შექმნეს კოსმოსის თემაზე ელექტრონული ხმოვანი წიგნი . 𝐒𝐓𝐄𝐌 მიმართულებით მოსწავლეებმა დაამზადეს მზის სისტემის განათებული მოდელები , გამოიყენეს LED ნათურები და ააგეს ელექტრული წრედები . 𝐒𝐓𝐄𝐌 განათლება ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - აქ პატარა გამომგონებლები გუნდურად მუშაობენ იდეებზე და სწავლობენ მათ რეალურ პროექტებად ქცევას. 𝐀𝐫𝐝𝐮𝐢𝐧𝐨 𝐔𝐧𝐨 მიკროკონტროლერისა და 𝐓𝐢𝐧𝐤𝐞𝐫𝐜𝐚𝐝-ის გამოყენებით ისინი ჯერ ვირტუალურ მოწყობილობებს ქმნიან, შემდეგ კი რეალურ მოდელებად აქცევენ. პედაგოგები: ირმა ქობულაშვილი, ლიკა დავითაშვილი
- საქართველო არაქართულ წყაროებში
(პროექტის ავტორი: ირმა თითირაშვილი) 25 დეკემბერს ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა საგანმანათლებლო ღონისძიება „საქართველო არაქართულ წყაროებში“. ისტორია მხოლოდ წარსულის თხრობა არ არის - ის ცოცხალი დიალოგია კულტურებსა და ეპოქებს შორის. პროექტში მონაწილე ქართული და ამერიკული სექტორის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორია წარმოაჩინეს უცხოურ წერილობით წყაროებში ასახული მრავალფეროვანი ხედვებით. ეს დღე განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა - მოსწავლეებმა წარმოადგინეს ულამაზესი ქართული საცეკვაო და ვოკალური ნომრები და საკუთარი ნიჭით მოაჯადოვეს მაყურებელი. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. პროექტმა ნათლად დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიის შესწავლა საერთაშორისო კონტექსტში და რა დიდ როლს ასრულებს მსგავსი ინიციატივები კრიტიკული აზროვნების, კვლევითი უნარებისა და აკადემიური კულტურის ჩამოყალიბებაში. მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს, ორგანიზატორსა და დამსწრე საზოგადოებას იმ თბილი ატმოსფეროსთვის, რომელმაც ეს დღე ნამდვილად დასამახსოვრებელი გახადა.
- გაზიარებული წიგნი, გაზიარებული სიკეთე
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის ინიციატივით, აქციის - „მოახდინე ცვლილებას“ - ფარგლებში სკოლაში შეგროვდა წიგნები. კეთილ საქმეში მთელი სასკოლო საზოგადოება ჩაერთო , რის შედეგადაც დიდი რაოდენობით წიგნი შეგროვდა. შემდეგ წიგნები გადავეცით საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასს“. შეგროვილი წიგნები განაწილდება დღის ცენტრებში და დედოფლისწყაროს სკოლებში. განსაკუთრებით თბილი იყო ის ფაქტი, რომ GAS-ელებმა წიგნებში გულთბილი წერილები ჩადეს - ასე რომ, მომავალ მკითხველს წიგნთან ერთად ჩვენი მოსწავლეების კეთილი სურვილებიც შეხვდება მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს, ვინც ამ ინიციატივაში მიიღო მონაწილეობა.
- საახალწლო დღეების ერთ-ერთი ლამაზი მოგონება
მე-8(2) კლასის მოსწავლეები დაესწრნენ თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროგრამას - „ჯადოსნური ახალი წელი“. პროგრამა ინტერაქციული იყო და მოსწავლეები გაეცნენ საინტერესო საახალწლო ისტორიებს, ასევე მონაწილეობა მიიღეს თემატური საახალწლო აქსესუარების შექმნაში მასწავლებლები: თინათინ ჯანელიძე და ნინო ნაბახტეველი.
- საგანმანათლებლო პროგრამა - „სამეფო გვირგვინი“
საგანმანათლებლო ექსკურსია ხელოვნების სასახლეში ქართულ-ამერიკული სკოლის მე-5 კლასების მოსწავლეები ექსკურსიით ეწვივნენ ხელოვნების სასახლეს და მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პ როგრამაში - „სამეფო გვირგვინი“. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბაგრატიონთა დინასტიის გამოფენა, ნახეს სამეფო ტანისამოსი, აღჭურვილობა და ძვირფასეულობა, ასევე მოისმინეს ინფორმაცია მათ ისტორიასა და მნიშვნელობაზე. ექსკურსიის ფარგლებში ბავშვებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი სამეფო გვირგვინების ისტორიაზე, რის შემდეგაც მონაწილეობა მიიღეს შემოქმედებით ვორქშოფში. ვორქშოფის დროს მოსწავლეებმა საკუთარი ხელებითა და წარმოსახვით შექმნეს საკუთარი სამეფო გვირგვინები. ასეთი საგანმანათლებლო აქტივობები წარმოადგენს სწავლის ხალისიან და არაფორმალურ ფორმას. პედაგოგები: თამარ ჭელიძე და მარინა კობახიძე
- სანტა კლაუსის ვიზიტი
ქართულ-ამერიკულ სკოლას სანტა კლაუსი ესტუმრა მის გამოჩენამდე ელფებმა ბავშვებთან ერთად ითამაშეს, იცეკვეს და სკოლა მხიარული საახალწლო განწყობით აავსეს. სანტამ პირველკლასელებს საჩუქრები გადასცა, სხვა კლასებიც მოიარა და ყველას ტკბილეული დაურიგა. – Holiday is coming, Holiday is coming! #საახალწლოჯადოსნობა #სანტაკლაუსი #ელფები #ახალიწელი
- მე-3 კლასების საახალწლო პროექტი
ქართულ-ამერიკულ სკოლაში წინასაახალწლო კვირები სავსე იყო მრავალფეროვანი და სახალისო ღონისძიებებით. სკოლაში ყველგან იგრძნობოდა მხიარული ჟრიამული, საახალწლო განწყობა და ფუსფუსი. ამჯერად გვინდა მოგიყვეთ მე-3 კლასების საახალწლო პროექტზე , რომელმაც პატარა მოსწავლეების შემოქმედება და ფანტაზია განსაკუთრებულად წარმოაჩინა. პროექტის ფარგლებში ბავშვებმა შეისწავლეს მოთხრობის სტრუქტურა და პერსონაჟის აღწერა, იმუშავეს ჯგუფურად და შექმნეს საკუთარი ზღაპრები. პროექტში აქტიურად ჩაერთნენ ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლები — ნათია გიორგაძე და ნინო გორხელაშვილი . ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა ზღაპრების დიორამები და 3D წიგნები, ზღაპრები გაციფრულდა და თავად ბავშვების მიერ გახმოვანდა პროექტის დასასრულს მოსწავლეებმა მაყურებლის წინაშე საკუთარი სპექტაკლები წარადგინეს, იცეკვეს, იმღერეს და მშობლები გაახარეს თავიანთი თავდაჯერებული სამსახიობო ოსტატობითა და გულწრფელი ემოციებით ამ პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების, თანამშრომლობისა და წერითი უნარების განვითარებას. პედაგოგები: დიანა კახეთელიძე, მარადი ჩოხელი, ქეთევან ბიწაძე
- 𝗟𝗘𝗔𝗗𝗘𝗥 𝗢𝗙 𝗧𝗛𝗘 𝗬𝗘𝗔𝗥
𝗚𝗔𝗦 და 𝗚𝗔𝗛𝗦 წლის ლიდერი სკოლები გახდნენ პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო 𝗟𝗘𝗔𝗗𝗘𝗥 𝗢𝗙 𝗧𝗛𝗘 𝗬𝗘𝗔𝗥 ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების დირექტორებს, ირმა მესხიშვილს და მამუკა მესხიშვილს გადაეცა. შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონია 2025 წლის 19 დეკემბერს, სასტუმრო პარაგრაფში გაიმართა. ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლები საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ინოვაციების დარგში, ასევე საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში მიღწეული წარმატებისთვის წლის ლიდერ სკოლებად დასახელდა. “ეს ჯილდო არის ქართულ-ამერიკული და ქართულ ამერიკული უმაღლესი სკოლების მმართველი გუნდებისა და აკადემიური პერსონალის მონდომებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო სტანდარტების საერთაშორისო აღიარება” - განაცხდა 𝗚𝗔𝗦- ის დირექტორმა ირმა მესხიშვილმა დაჯილოების ცერემონიაზე. ვულოცავთ ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდს, მოსწავლეებსა და მშობლებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან აღიარებას.













