top of page

Search this site

452 results found with an empty search

  • საახალწლო აქსესუარების შექმნის შემოქმედებითი ვორქშოპი

    ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა საახალწლო აქსესუარების შექმნის შემოქმედებითი ვორქშოპი , რომელსაც ქართველი დიზაინერი და ხელოვანი სოფო მინაძე უძღვებოდა. მოსწავლეები გაეცნენ • ხელით მუშაობის ტექნიკებს • დიზაინის თანამედროვე მიდგომებს • იდეის განვითარებისა და ვიზუალური ფორმის შექმნის პროცესს ვორქშოპის მთავარი მიზანი იყო: — კრეატიული აზროვნების განვითარება — შემოქმედებითი პროცესისადმი ინტერესის გაღრმავება — კულტურული თვითიდენტობის გააზრება პრაქტიკული სამუშაოების პარალელურად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გუნდურ მუშაობას, იდეების გაზიარებასა და თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური ხედვის წარმოჩენას. ვორქშოპი განხორციელდა საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია უახლოეს მომავალში საბერძნეთში , ქართველი მოსწავლეების დიასპორასთან თანამშრომლობით, გაცვლითი აქტივობებისა და ერთობლივი გამოფენის ორგანიზება.

  • სურათებით მოყოლილი ამბები

    სურათებით მოყოლილი ამბები“ – როცა ბავშვების ფანტაზია ცოცხლდება! ქართულ-ამერიკულ სკოლაში მორიგი საინტერესო ინტეგრირებული პროექტი განხორციელდა. ქართული ენა და ლიტერატურა + ხელოვნება + ტექნოლოგიები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მარიამ ღუბელაძემ გვიამბო პროექტის შესახებ: ამბები : ყველაფერი სურათებით დაიწყო. მრავალფეროვანი სიტყვები იქცა წინადადებებად, წინადადებები კი - პატარა ისტორიებად, რომლებიც გააციფრულეს. დიორამები : ამბებმა ქაღალდის ფურცლებიდან რეალურ სივრცეში გადმოინაცვლეს, პატარებმა პატარა ხელებით შექმნეს დიორამები, სადაც მათი მოთხრობების გმირები და გარემო გაცოცხლდა. ინტერვიუ ავტორებთან : პროექტის კულმინაცია მშობლებთან შეხვედრა აღმოჩნდა. მოეწყო პრეზენტაცია – მშობლები სვამდნენ შეკითხვებს, ჩვენი „პატარა მწერლები“ კი თავდაჯერებულად, საინტერესოდ და გულწრფელად პასუხობდნენ. ვამაყობთ თითოეული ბავშვის კრეატიულობითა და გამბედაობით!

  • საახალწლო ღონისძიებების ქრონიკიდან

    21 დეკემბერს, ქართულ-ამერიკული სკოლის მუსიკალური წრის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა საახალწლო ღონისძიებაში, რომელიც სასტუმრო Tbilisi Grand Wyndham-ში გაიმართა. კონცერტის ფარგლებში ბავშვებმა წარადგინეს მუსიკალური ნომერი საღამოს ესწრებოდნენ ცნობილი მომღერლები , მუსიკოსები და მხატვრები. მუსიკალური წრის ხელმძღვანელი: ია ხურცილავა

  • მომავალი პროფესიები

    პატარები დიდი იდეებით - პირველი პრეზენტაციები მომავალი პროფესიების შესახებ ქართულ-ამერიკული სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები და სავარჯიშოები თემაზე „მომავალი პროფესიები“ . ბავშვებმა ინგლისურ ენაზე ისაუბრეს პროფესიების შესახებ და გამოიყენეს ჭკვიანი დაფა. პედაგოგი: შორენა ცხადაძე

  • პირველ კლასების ღია გაკვეთილები

    ქართულ-ამერიკულ სკოლაში პირველ კლასებში გაიმართა ღია გაკვეთილები პატარებმა მხიარულად გაიარეს მეკობრეების ქვესტი , დაეხმარნენ სანტას საახალწლოდ გამოწყობაში და ინგლისური ასოების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს პატარა მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმითა და სიამაყით წარმოაჩინეს ინგლისური ენის ცოდნა — სიმღერებით , ლექსებით და ინტერაქტიული თამაშებით გაახალისეს დამსწრე მშობლები. ყოჩაღ პირველკლასელებსა და მათ პედაგოგებს შრომისა და მონდომებისთვის!

  • პროექტი ,,ხმა წარსულიდან – ამბები ქართველი მწერლების შესახებ“

    ქართულ-ამერიკულ სკოლაში დაიწყო პროექტი , ,ხმა წარსულიდან – ამბები ქართველი მწერლების შესახებ“. პროექტის მიზანია, ქართველი მწერლების ცხოვრებისა და ნაკლებად ცნობილი ისტორიების გაცნობა, მოსწავლეთა კვლევითი და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება.   პროექტის ორგანიზატორი : ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- თეკლე მოდებაძე

  • ჭადრაკის დიდოსტატი - ბელა ხოტენაშვილი სტუმრად GAS-ში

    ქართულ-ამერიკულ სკოლას სტუმრად ეწვია ჭადრაკის დიდოსტატი, საქართველოს ნაკრების წევრი, მსოფლიოს ჩემპიონი 16 წლამდე გოგონათა შორის, ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული, სხვადასხვა საერთააორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი, საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ბელა ხოტენაშვილი . შეხვედრის ფარგლებში ბელამ ბავშვების კითხვებს უპასუხა, მოყვა კარიერის განმავლობაში გადამხდარ ამბებზე და მოსწავლეებთან ე რთდროული თამაშის სეანსი გამართა. ეს ვიზიტი განსაკუთრებით საინტერესო და შთამაგონებელი იყო მესამე კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც მიმდინარე სემესტრში აქტიურად მონაწილეობდნენ საჭადრაკო ამოცანების ამოხსნის კონკურსში. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა: პირველ ეტაპზე თითოეულ კლასში საუკეთესო მოსწავლე გამოვლინდა, ხოლო ფინალურ ტურში მესამე კლასელებს შორის საუკეთესოები განისაზღვრა: I ადგილი – ალექსანდრე ცხაკაია, 3(1) კლასი II ადგილი – ბადრი კერვალიშვილი, 3(2) კლასი III ადგილი – სანდრო ქარდავა, 3(1) კლასი წარმატებული მონაწილეობისთვის ასევე დაჯილდოვდა 3(3) კლასის მოსწავლე ელისაბედ ბეროზაშვილი . ქართულ-ამერიკულ სკოლაში გვჯერა , რომ თითოეული ასეთი შეხვედრა ბავშვებისთვის ახალი მიზნების დასახვის, საკუთარ შესაძლებლობებში რწმენის და წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯებების საფუძველია.

  • ზღაპართერაპია - ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი GAS-ში

    ქართულ-ამერიკულ სკოლაში საინტერესო შეხვედრები ხშირად ტარდება. ამჯერად მესამე კლასის მოსწავლეებს შეხვდა ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი . მან ბავშვებს წაუკითხა თერაპიული ზღაპარი, ესაუბრა თერაპიის მნიშვნელობაზე და მათთან ერთად ზღაპრის შინაარსი გააანალიზა. მოსწავლეებმა გაიხსენეს საყვარელი ზღაპრები, ისაუბრეს მომავალ პროფესიაზე და ზღაპრის გმირების როლებიც მოირგეს. სტუმარმა სკოლას საჩუქრად გადასცა ზღაპრების წიგნი და გასაფერადებელი ილუსტრაციები. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის ფსიქოლოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. #ქართულამერიკულისკოლა #ფსიქოტერაპევტი #ნინოკანდელაკი #ზღაპართერაპია

  • "დაიჭირე მომენტი" -ფოტოკონკურსი

    ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების თვითმმართველობის ორგანიზებით წარმატებით ჩატარდა ფოტოკონკურსი. კონკურსის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილი — ანისია გრძელიძე მეორე ადგილი — თუთი ქელეხასაშვილი მესამე ადგილი — მაგდა ზურაბაშვილი პირველი ადგილის მფლობელს გადაეცა სპეციალური საჩუქრები — ფოტოხელოვნებისთვის საჭირო აქსესუარები. ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და შემოქმედებითი ნამუშევრებისთვის!

  • ვორქშოპში „ემოციური ინტელექტი ლიდერებისთვის“

    ლიდერებად არ იბადებიან — ლიდერებად ყალიბდებიან სწორ გარემოში. ქართულ-ამერიკული სკოლის IX, X, XI კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს 2-დღიან ვორქშოპში „ემოციური ინტელექტი ლიდერებისთვის“ , რომელიც თელავში გაიმართა. ვორქშოპს უძღვებოდნენ გამოცდილი ტრენერები — ქეთი გორდეზიანი და მარკ ტომპსონი , რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს პრაქტიკული ცოდნა, ემოციური მართვისა და ლიდერული კომუნიკაციის თანამედროვე მიდგომები. პროექტის ორგანიზატორი პედაგოგები: ანი კვერნაძე, მერი ციმაკურიძე, მაგდა ბატიაშვილი, ეკა ჭუჭულაშვილი . ქართულ-ამერიკული სკოლა ქმნის სივრცეს, სადაც განათლება სცდება კლასის კედლებს და იქცევა რეალურ გამოცდილებად!

  • კამპანია „ელექტროენერგიის გონივრული მოხმარება“

    ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო კლუბის ტრადიცია გრძელდება! საინფორმაციო კამპანია „ელექტროენერგიის გონივრული მოხმარება“ შარშანაც ჩატარდა და ეკო კლუბის ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება . ყოველ წელს სხვადასხვა მოსწავლეები ერთვებიან კამპანიაში, ამზადებენ პოსტერებს და მოსახლეობას უზიარებენ ენერგიის დაზოგვის მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან რჩევებს. პატარა ნაბიჯები — დიდი ცვლილება! #ეკოკლუბი #გონივრულიენერგია #ენერგიისდაზოგვა #ზრუნვაგარემოზე

  • პროექტი „დღეს მე მუზეუმის თანამშრომელი ვარ“

    სასკოლო პროექტი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ქართულ-ამერიკული სკოლის მე -9 კლასის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ერთი დღით მუზეუმის გიდები გახდნენ და სტუმრებს, თავიან თანატოლებს, ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის ძირითადი საკითხები გააცნეს, ის სახლი დაათვალიერებინეს, სადაც მწერალმა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა. ამ საპასუხისმგებლო დღემდე ბავშვებმა ქართულის მასწავლებელთან, თინათინ ჯანელიძესა და მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად ბევრი იმუშავეს. უდიდესი პასუხისმგებლობაა ყველაზე დიდი ქართველი მწერლის, ილია ჭავჭავაძის, სახლ-მუზეუმში გიდი იყო და მასპინძლის ცხოვრების ეტაპებს აცნობდე თანატოლებსა და სტუმრებს. აღნიშნულ სასკოლო პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის. მათ დიდი გამოცდილება შეიძინეს. მუშაობის პროცესი საკონფერენციო დარბაზში მუზეუმის თანამშრომლებსა და მასწავლებელთან ერთად შეაჯამეს. ქართულ-ამერიკული სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი — თინათინ ჯანელიძე და ამერიკული სადიპლომო პროგრამის მე-9 კლასის მოსწავლეები დიდ მადლობას უხდიან თბილისის მუზეუმების გაერთიანებასა და ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ყველა თანამშრომელს მხარდაჭერისა და თანამშრომლობოსთვის!

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის ჩიხი II, #7;

ნინო რამიშვილი #16

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page