Search this site
452 results found with an empty search
- მოქალაქეობის პროექტი - სტუმარი კოტე გოჩელაშვილი
9 დეკემბერს ქართულ-ამერიკულ სკოლას ესტუმრა კომპანია Glasswork- ის დირექტორი - კოტე გოჩელაშვილი . შეხვედრა მოქალაქეობის პროექტის ფარგლებში მე-10 კლასის მოსწავლეების ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მეწარმეობის კლუბის მოსწავლეები, ხელმძვანელ ანი კვერნაძესთან ერთად. სტუმარმა ისაუბრა: მეწარმეობის მნიშვნელობაზე; უნარებზე, რომლებიც მეწარმეებს სჭირდებათ; თანამედროვე სამყაროში არსებულ გამოწვევებზე; პრინციპებზე, რომლებითაც მუშაობის პროცესში ხელმძღვანელობენ. შეხვედრა ინტერაქციული იყო და მოსწავლეები სტუმრის მიერ შემოთავაზებულ სიმულაციაშიც ჩაერთნენ.
- ვორქშოპი “Fun Experiments”
ვორქშოპი “Fun Experiments” — მეცნიერება ყველაზე სახალისო ფორმატში! ქართულ–ამერიკული სკოლის ამერიკული სადიპლომო პროგრამის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ასოციაცია „ბიო“ -ს მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო და სახალისო ვორქშოპში — “Fun Experiments” . ვორქშოპს უძღვებოდა ასოციაცია „ბიო“-ს დამფუძნებელი, ქიმიის დოქტორი — ქ-ნი ხათუნა გოგალაძე . ვორქშოპის პროგრამა: ქრომატოგრაფია — ფერადი ნაერთების დაშლის პროცესის უშუალო დაკვირვება. დნმ–ის გამოყოფა და მისი მიკროსკოპული შესწავლა. pH-ის განსაზღვრა — მჟავეებისა და ტუტეების სამყაროს აღმოჩენა. პედაგოგები: ლიკა მესხი და ხატია ზურაშვილი მეცნიერება — სახალისო ფორმატში — გამოცდილება, რომელიც მოსწავლეს არასდროს დაავიწყდება!
- საჭადრაკო ტურნირი
„კაისას“ მოზარდი მოჭადრაკეების წარმატება ქართულ-ამერიკული სკოლის დამატებითი ჭადრაკის წრის ,,კაისას" წევრმა წარმატებით იასპარეზეს საჭადრაკო კლუბ „მერანის“ მიერ ორგანიზებულ ტურნირში. ჭაბუკთა შორის მეორე ადგილი 4(3) კლასის მოსწავლემ გიორგი გეწაძემ დაიკავა. მესამე ადგილზე 3(2) კლასის მოსწავლემ ბადრი კერვალიშვილმა დაიკავა. 8 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის კი მეორე ადგილის მფლობელი 1 (3) კლასის მოსწავლე არსენ ხიდეშელი გახდა. გოგონათა შორის ასევე მეორე ადგილი დაიკავა 2 (2) კლასია მოსწავლემ თამარ ცხაკაიამ. პროგრეს ლიგის D კატეგორიის ტურნირში კი 2(2) კლასის მოსწავლემ ავთანდილ ჟამუტაშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. პედაგოგი: მეგი ესებუა
- პროექტი: „გაიცანი დიდი ადამიანები“- სულხან-საბა ორბელიანი
ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკარის, თამარ ჭელიძის , გრძელვადიანი პროექტის — „გაიცანი დიდი ადამიანები“ — ფარგლებში, გაიმართა საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა, რომელიც დიდი მოაზროვნისა და მეიგავისა, სულხან-საბა ორბელიანის, ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა. მე-5 კლასის მოსწავლეებმა: მოისმინეს სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფია; წაიკითხეს მისი იგავ-არაკები ; მოუსმინეს მუხრან მაჭავარიანის ლექსს „საბა“; უყურეს დოკუმენტურ მასალას. ღონისძიებას ესწრებოდა კლასის დამრიგებელი ლიკა დავითაშვილი. ღონისძიების ბოლოს გაიმართა შეჯამება — კითხვა-პასუხის ფორმატში მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი აზრები და შთაბეჭდილებები, ისაუბრეს იგავ-არაკების მორალზე, იმაზე, რას მიხვდნენ და როგორ მოიქცეოდნენ თავად პერსონაჟების ადგილზე. „პროექტი „გაიცანი დიდი ადამიანები“ კვლავ აგრძელებს მოსწავლეების ინტელექტუალური და სულიერი სამყაროს გამდიდრებას — " ნაბიჯ-ნაბიჯ, წიგნიდან წიგნამდე.“
- საგანმანათლებლო პროგრამა – „იალქნებიდან სამოსამდე“
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები, თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროგრამას – „იალქნებიდან სამოსამდე“ – ესტუმრნენ, რომელიც კ ოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოტე წერეთლის სამეცნიერო ნაშრომები და სოსო წერეთლის მხატვრული მემკვიდრეობა, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა მისი თავისუფლებისკენ სწრაფვისა და შემოქმედებითი გამოხატვის თვალსაზრისით. პროგრამის პრაქტიკული და ვიზუალური მასალების საშუალებით მათ ისწავლეს: როგორ იქცა გემის იალქანი თანამედროვე ჯინსის წინამორბედად; რატომ გახდა ჯინსი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო; „რკინის ფარდის“ ეპოქის ისტორიები და თავისუფლების მნიშვნელობა. პედაგოგი: ლიკა მესხი
- სამოქალაქო განათლების პროექტი
ქართულ–ამერიკულ სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა შედგა! სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში 11.1 კლასის მოწვევით, სკოლას ესტუმრა, რეჟისორი და სცენარისტი გურამ თოიძე (თოი) , რომელმაც მოსწავლეებს პროფესიის არჩევის თემაზე გულწრფელად და მეგობრულად ესაუბრა. სტუმარმა ბავშვებს მოუყვა საკუთარი პროფესიული გზის შესახებ — როგორ დაიწყო, რა გაუჭირდა და რა დაეხმარა წარმატების მიღწევაში. ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარ სურვილებსა და ძლიერ მხარეებზე დაფუძნებული არჩევანი. ბოლოს კი მოსწავლეებს პრაქტიკული რჩევებიც მისცა.
- ალტერბრიჯის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ქართულ–ამერიკულ სკოლაში
ქართულ–ამერიკული სკოლა ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. ამჯერად ჩვენს უფროსკლასელებს შეხვდნენ ალტერბრიჯის უნივერსიტეტის წარმომადგენლები — ნინო დვალაძე , საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, და ლოლიტა დაბრუნდაშვილი , გაყიდვების მენეჯერი. სტუმრებმა მოსწავლეებს უამბეს: ალტერბრიჯის უნივერსიტეტის მიმართულებებსა და პროგრამებზე; უნივერსიტეტის უპირატესობებსა და სტუდენტებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე; ხელოვნური ინტელექტის გავლენასა და ტენდენციებზე გმადლობთ ალტერბრიჯის უნივერსიტეტს საინტერესო ვიზიტისთვის!
- ექსკურსია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ექსკურსია ჩაუტარდათ. მოსწავლეები გაეცნენ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, დაათვალიერეს ქართველოლოგიის სამკითხველო დარბაზი, ჰუმბოლდტის სახელობის გერმანული სამკითხველო დარბაზი, ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნისა და პრესის მუზეუმები.
- დმანისის ფენომენი ახლო კადრში
იქ, სადაც ისტორია სუნთქავს — დმანისის ფენომენი ახლო კადრში ხანდახან ერთი საგანმანათლებლო პროექტი საკლასო ოთახს სცდება და ნამდვილ თავგადასავლად იქცევა. სწორედ ასეთი იყო ქართულ-ამერიკული სკოლის ისტორიის მასწავლებლის, ირმა თითირაშვილის, გრძელვადიანი პროექტი „დმანისის ფენომენი — ისტორიული მნიშვნელობა და მემკვიდრეობა“, რომელშიც 10/1 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. მოსწავლეებმა გაიარეს მთელი კვლევითი გზა: ისტორიული წყაროების სიღრმისეული ანალიზი, სამეცნიერო მასალების გაცნობა, დოკუმენტური ვიდეოს ჩანაფიქრი და გადაღება, ინგლისურენოვანი პრეზენტაციების მომზადება. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საველე კვლევა, რომლის დროსაც მოსწავლეებმა დმანისის არქეოლოგიური ადგილი თავად მოინახულეს. ესერზე მათ შესაძლებლობა მიეცათ ისტორია უშუალოდ შეეხოთ, საკუთარი თვალით დაენახათ გათხრების ობიექტები და თეორიული ცოდნა რეალურ გარემოში დაენახათ. პროექტის დასასრულს, მოსწავლეებმა ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოადგინეს კვლევის შედეგები, დოკუმენტური ფილმი და პრეზენტაციები. მათ გადაეცათ სერტიფიკატები.
- სტუმარი - მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს ესტუმრა ყველასათვის საყვარელი, ქართული სატელევიზიო სივრცის გამორჩეული ვარსკვლავი — კინოსა და თეატრის მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. ბავშვებმა უამრავი საინტერესო კითხვა დაუსვეს ჩვენს ულამაზეს სტუმარს, რომლებზეც მან ყურადღებით და სიყვარულით უპასუხა. განსაკუთრებულად შთამაგონებელი იყო მისი სიტყვები: "გჯეროდეთ თქვენი ოცნებების და არასოდეს დაიშუროთ ძალისხმევა იმისთვის, რომ ამ ოცნებებს მიაღწიოთ." ნინომ სკოლის ბიბლიოთეკას თავისი საყვარელი წიგნი — „პატარა პრინცი“ — აჩუქა. შეხვედრის დასასრულს გაიმართა ავტოგრაფების დარიგება და ფოტოსესია სკოლის დერეფნებსა და კლასებში — ყველას სურდა ნინოსთან ჩახუტება და სურათის გადაღება. ბავშვებისთვის ეს დღე იყო დაუვიწყარი, სითბოთი, ემოციებითა და შთაგონებით სავსე!
- 17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა!
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-8(2) კლასის მოსწავლეები გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას “აღბეჭდილი წამი” . მუზეუმის სივრცეში აღნიშნული შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა ინტერაქციული იყო, მოსწავლეები უშუალოდ გაეცნენ პოეტის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს, დაათვალიერეს პირადი ნივთები, ნახატები, ჩანაწერები, მონაწილეობდნენ მუზეუმის შერჩეულ საინტერესო სასწავლო აქტივობებში. ქართულ-ამერიკული სკოლა აქტიურად თანამშრომლობს თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან . განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მუზეუმის თანამშრომლებს საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამების შემოთავაზებისა და მასპინძლობისთვის. მუზეუმის სივრცეში მოსწავლეებმა ექსპრომტად წაიკითხეს გალაკტიონი ტაბიძის ლექსებიდან ნაწყვეტები. მასწავლებელი: თინათინ ჯანელიძე
- საქართველოს 𝐈𝐈𝐈 ჩემპიონატი 𝐒𝐓𝐄𝐌 ოლიმპიადაში
𝐒𝐓𝐄𝐌 ოლიმპიადა 𝟐𝟎𝟐𝟓-𝟐𝟎𝟐𝟔 — ჩვენი სკოლების სტუდენტები მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის! ქართულ-ამერიკულ და ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლებში (𝐆𝐀𝐒 & 𝐆𝐀𝐇𝐒) წარმატებით დასრულდა 𝐒𝐓𝐄𝐌 ოლიმპიადის შესარჩევი ტური. ოლიმპიადა უკვე მესამედ ტარდება საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის ორგანიზებით. ჩვენი გუნდები სტაბილურად ინარჩუნებენ ძლიერი მონაწილეების სტატუსს და ტრადიციულად საუკეთესო შედეგებზე არიან ორიენტირებულნი. წინა ორი წლის ოლიმპიადებში უკვე გვქონდა შთამბეჭდავი შედეგები, ვიყავით ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები. წლევანდელი ოლიმპიადა ორ ეტაპად ტარდება: შესარჩევი ტური — ფიზიკა და მათემატიკა ფინალური ტური — ინჟინერია და პროგრამირება 𝐒𝐓𝐄𝐌 განათლება ჩვენს სკოლებში განსაკუთრებულ პრიორიტეტად რჩება — და ამის საუკეთესო მაგალითი არის ის, რომ გუნდებს პირადად შეხვდა სკოლების დამფუძნებელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა მესხიშვილი. მან მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარა და ოლიმპიადის მათემატიკის და ფიზიკის საკითხებზე ისაუბრა. 𝐆𝐀𝐒 – ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდი: მათემატიკა: სანდრო სუხიტაშვილი, ლევან კილასონია, ელენე ომიაძე ფიზიკა: ანდრია ფანცულაია, ნია კიკალია 𝐆𝐀𝐇𝐒 – ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდი: მათემატიკა: საბა ლონდარიძე, ნიკოლოზ კაჭახიძე, ლევან ქვლივიძე, მარიამ მარგიანი ფიზიკა: ანა ხუჭუა, დავით ბიწაძე, დანიელ წულუკიძე წარმატებას ვუსურვებთ ორივე გუნდს! ახალი გამარჯვებების დროა !













