top of page


FC Dinamo Tbilisi ფეხბურთელები სტუმრად GAHSV-ში
დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, სპორტული და საზეიმო განწყობა სუფევდა!
FC Dinamo Tbilisi-ს ფეხბურთელებმა GAS-ელებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს.
შეხვედრა სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო, სადაც ბავშვებმა ფეხბურთელებს საინტერესო კითხვები დაუსვეს. მოსწავლეებმა მეტი გაიგეს მათი სპორტული კარიერის, წარმატების და ყოველდღიური რეჟიმის შესახებ. ინტერვიუების შემდეგ განსაკუთრებული ემოციების დრო დადგა - ბავშვებმა სამახსოვრო ავტოგრაფები მიიღეს.


„მხიარული სტარტები“
GAHSV-ში სპორტული შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ გაიმართა, რომელშიც მე-2 კლასის მოსწავლეებთან ერთად მშობლები და მასწავლებლებიც აქტიურად ჩაერთნენ.
bottom of page

