„The Day Teachers Disappeared" - ინგლისურენოვანი სპექტაკლი
- Jun 10
- 1 min read
„The Day Teachers Disappeared" | დღე, როცა სკოლიდან მასწავლებლები გაქრნენ...
რა მოხდებოდა, ერთ დილას სკოლაში მისულ ბავშვებს არცერთი მასწავლებელი რომ არ დახვედროდათ?
ზუსტად ეს იდეა გახდა სახალისო, თუმცა ამავდროულად დამაფიქრებელი ინგლისურენოვანი სპექტაკლის სიუჟეტი, რომელიც ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (ვაკის ფილიალი) მე-5 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს.
დიდი მადლობა ჩვენს პედაგოგებს!
ამ სპექტაკლით მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მადლიერება იმ შრომისა და მზრუნველობისთვის, რასაც მასწავლებლები ყოველდღიურად დებენ მათ განვითარებაში.
ვულოცავთ ბავშვებს წარმატებულ გამოსვლას! სიამაყით ველოდებით მათ მომავალ შემოქმედებით ნაბიჯებს!



































