top of page


𝐒𝐩𝐞𝐥𝐥𝐢𝐧𝐠 𝐁𝐞𝐞 𝟐𝟎𝟐𝟔 | 𝐆𝐀𝐇𝐒𝐕
ვაკის ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში IV–VIII კლასებისთვის ინგლისური მართლწერის კონკურსი ჩატარდა. გაიცანით გამარჯვებულები და ღონისძიების დეტალები.


სიუჟეტის მოულოდნელი შემობრუნება - კრეატიული წერის კონკურსი
ინგლისური ენისა და კრეატიული წერის საგნის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს მოთხრობები, სადაც მთავარი პირობა სიუჟეტის მოულოდნელი შემობრუნება იყო.


კლუბების საქმიანობის შეჯამება
სასწავლო წლის დასასრულს, სასკოლო კლუბების წევრებს განხორციელებული აქტივობებისა და პროექტებისთვის გადაეცათ სერტიფიკატები. დაჯილდოვდნენ გაეროს მოდელირების, ეკო კლუბის, მეწარმეობისა და რუსული ენის კლუბის მოსწავლეები.


„The Day Teachers Disappeared" - ინგლისურენოვანი სპექტაკლი
რა მოხდებოდა, ერთ დილას სკოლაში მისულ ბავშვებს არცერთი მასწავლებელი რომ არ დახვედროდათ?
ზუსტად ეს იდეა გახდა სახალისო, თუმცა ამავდროულად დამაფიქრებელი ინგლისურენოვანი სპექტაკლის სიუჟეტი.


„ჩვენი ამბების თარო“ | მე-5(4) კლასის კრეატიული პროექტის შეჯამება!
ქართულ-ამერიკულ სკოლაში (ვაკის ფილიალი) მორიგი საინტერესო, ინტეგრირებული პროექტი განხორციელდა. მეხუთეკლასელებმა ქართული ენა, ლიტერატურა და თანამედროვე ტექნოლოგიები გააერთიანეს და შექმნეს ციფრული სივრცე, სადაც საკუთარი ამბები გააცოცხლეს. მოსწავლეებმა თავად დაამზადეს მოსაწვევები Canva-ში, წარადგინეს ბლოგის პრეზენტაცია და საზოგადოებას თავიანთი საუკეთესო ნამუშევრები გაუზიარეს: წერილები და დღიურები ჩანახატები და სტატიები ზღაპრები და ფანტასტიკური ამბები ბუკლეტები და ავტობიოგრაფიული


გლობალური კონფლიქტები ბავშვების თვალით
ვაკის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-9 კლასელი ნინო ხურცილავას ინიციატივით სკოლაში გაიმართა ხატვის კონკურსი „გლობალური კონფლიქტები“, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრებითა და პრეზენტაციებით თანამედროვე კონფლიქტების შესახებ ხედვები წარმოადგინეს.


საჭადრაკო ციებ-ცხელება – სტუმარი: დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი
სკოლას სტუმრობდა მოჭადრაკე, დიდოსტატი, ნინო ბაციაშვილი. ქალბატონმა ნინომ ბავშვებს თავისი კარიერის უამრავი საინტერესო ამბავი გაუზიარა. მოსწავლეები ყველაზე მეტად მსოფლიო ჩემპიონთან, #მაგნუს კარლსენთან ფრედ დასრულებული პარტიის ისტორიამ აღაფრთოვანა. შეხვედრის ფარგლებში ბავშვებმა დიდოსტატთან ერთდროული თამაშის სეანსშიც გამოსცადეს ძალები.


"𝐎𝐧 𝐚𝐧 𝐈𝐬𝐥𝐚𝐧𝐝" | ინგლისურენოვანი სპექტაკლი
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-𝟑 კლასებმა ინგლისურ ენაზე წარადგინა სპექტაკლი "𝐎𝐧 𝐚𝐧 𝐈𝐬𝐥𝐚𝐧𝐝". სპექტაკლი მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, სცენური გამოცდილებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობა იყო.


Mickey Mouse Clubhouse
GAHSV-ის 1(1) კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ინგლისურენოვანი სპექტაკლით „Mickey Mouse Clubhouse“ დააგვირგვინეს — სიმღერით, ცეკვითა და საყვარელი პერსონაჟებით.


26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
GAHSV-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ტრადიციული ღონისძიებით აღინიშნა — ეროვნული სამოსით, ქართული სიმღერებით, ცეკვებითა და პოეზიით. ღონისძიების საპატიო სტუმარი გიორგი კეკელიძე იყო.


„სიკეთე რკინის გულებით“ პროექტის შეჯამება
GAHSV-ის მე-4(1) კლასის ინტეგრირებულ პროექტში მოსწავლეებმა რობოტები დაგეგმეს, აღწერეს, გააციფრულეს და ელექტრული წრედებით რეალური მოდელები ააწყვეს.


ბავშვთა უფლებები და მათი დაცვა | მოქალაქეობის პროექტი
მოქალაქეობის პროექტის ფარგლებში, ვაკის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-10(2) კლასის მოსწავლეთა ინიციატივით, სკოლას საბაუნის ლექტორი ცირა ოქროპირიძე ესტუმრა და მოსწავლეებთან ბავშვთა უფლებებსა და მათი დაცვის გამოწვევებზე ისაუბრა.


„Disney Park - Children’s Day“
GAHSV-ის I კლასის მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი სპექტაკლი „Disney Park - Children’s Day“ წარადგინეს და სცენაზე დისნეის საყვარელი გმირები გააცოცხლეს.


„მხიარული სტარტები“
GAHSV-ში სპორტული შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ გაიმართა, რომელშიც მე-2 კლასის მოსწავლეებთან ერთად მშობლები და მასწავლებლებიც აქტიურად ჩაერთნენ.


"სიკეთე შენით იწყება" - ეკოკლუბის მორიგი ინიციატივა!
GAHSV-ის ეკოკლუბის მოსწავლეებმა მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად საქველმოქმედო კამპანია მოაწყვეს, საკვები შეაგროვეს და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს ესტუმრნენ.


ფრენურთის ამხანაგური მატჩი
GAHSV-მა მერმისის სკოლის გოგონათა გუნდს ფრენბურთის ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა. შეხვედრა საინტერესო და დაძაბული თამაშით, სპორტული სულისკვეთებითა და მეგობრული ატმოსფეროთი გამოირჩეოდა.
bottom of page

