"სიკეთე შენით იწყება" - ეკოკლუბის მორიგი ინიციატივა!
- May 15
- 1 min read
ჩვენი სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით, მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად საქველმოქმედო კამპანია მოეწყო. მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით შეაგროვეს საკვები და კლუბის ხელმძღვანელთან, ლიკა მესხთან ერთად, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს ესტუმრნენ.
მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ ახლოდან გაცნობოდნენ თავშესაფრის ფუმფულა და საყვარელ ბინადრებს.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
მსგავსი სოციალური პროექტები ბავშვებში პასუხისმგებლობის, თანაგრძნობისა და ზრუნვის კულტურას აყალიბებს. ჩვენი ეკოკლუბის წევრები თავშესაფარს უკვე მეორედ სტუმრობენ. მათი მიზანია, საზოგადოებაში ამ მნიშვნელოვან თემაზე ცნობიერება აამაღლონ და მეტი ინტერესი გააღვიძონ.
ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია მსოფლიო უკეთესი გავხადოთ!
გახსოვდეს: არ იყიდო - აიყვანე! Don't Shop- Adopt

