მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები

ახალი ლიდერები, ახალი იდეები და ახალი შესაძლებლობები!
9 ოქტომბერს ვაკის ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა. წინასაარჩევნო კამპანიისა და სპეციალურად მომზადებული ვიდეომიმართვების შემდეგ, 𝐕𝐈𝐈–𝐗𝐈𝐈 კლასების მოსწავლეებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს.
არჩევნების შედეგები კლასების თვითმმართველობების წარმომადგენლების, სკოლის დირექტორის, კათედრების ხელმძღვანელებისა და ადმინისტრაციის ხმებთან ერთად დაჯამდა. წელს გამარჯვებულის გამოსავლენად განსაკუთრებით დაძაბული ბრძოლა გაიმართა!
𝟐𝟎𝟐𝟔–𝟐𝟎𝟐𝟕 სასწავლო წლის თვითმმართველობის პრეზიდენტად 𝐗𝐈𝐈 კლასის მოსწავლე ნია დოლიძე აირჩიეს!
ვიცე-პრეზიდენტი - სანდრო კაპანაძე
გენერალური მდივანი - ანასტასია ბაკურაძე
განსაკუთრებული მადლობა გასული წლის პრეზიდენტებს - ირაკლი რეხვიაშვილსა და თათული ზილფიმიანს - გაწეული შრომისთვის, პასუხისმგებლობისთვისა და იმ საინტერესო პროექტებისთვის, რომლებიც თქვენი გუნდის ინიციატივით განხორციელდა. თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეთ სკოლის ცხოვრებაში და მომავალი გუნდისთვის კარგი მაგალითი შექმენით!
ნიასა და მის გუნდს ვუსურვებთ წარმატებას, გაბედულ იდეებსა და ბევრ საინტერესო წამოწყებას! გვჯერა, რომ წინ ახალი პროექტებით, ინიციატივებითა და მნიშვნელოვანი მიღწევებით სავსე წელი გველოდება.
მოსწავლეთა თვითმმართველობა მხოლოდ არჩევითი პოზიცია არ არის - ეს არის შესაძლებლობა, მოსწავლეებმა საკუთარი იდეები რეალობად აქციონ, აიღონ პასუხისმგებლობა და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სკოლის განვითარებაში.
ახალი გუნდი, ახალი ენერგია - ერთად ვქმნით სკოლის მომავალს! 💙

