გლობალური კონფლიქტები ბავშვების თვალით
- Jun 4
- 1 min read
ყველაფერი ქართულ-ამერიკული სკოლის მე-9 კლასელი ნინო ხურცილავას ინიციატივით დაიწყო - სკოლაში ჩატარდა ხატვის კონკურსი თემაზე „გლობალური კონფლიქტები“.
მთავარი გამოწვევა - მონაწილეებს ნამუშევრები სკოლაში, ძალიან მოკლე დროში უნდა შეექმნათ, შემდეგ კი მაყურებლისა და ჟიურის წინაშე მოკლე პრეზენტაციით წარედგინათ საკუთარი ნამუშევრები და მათი მთავარი გზავნილი. ნამუშევრები იმდენად ემოციური, ღრმა და შინაარსიანი აღმოჩნდა, რომ ჟიურის გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ გაუჭირდა.
გაიცანით გამარჯვებულები:
ნინი მამალაძე - Overall Best Artist (მთავარი პრიზის მფლობელი!)
მარიამ ივანიძე - Most Meaningful Artwork
ელენე ლოლაძე -Most Creative Artwork
ანა მჭედლიშვილი - Most Colorful Artwork
მადლობა ხელოვნების პედაგოგ ანა ნასყიდაშვილსა და ესთეტიკის კათედრის ხელმძღვანელ ნინო გორხელაშვილს მხარდაჭერისთვის.
განსაკუთრებული მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს - ნინო ხურცილავასა და ნანო მანიას, საინტერესო ინიციატივისა და გაწეული შრომისთვის.
ვულოცავთ ყველა მონაწილეს და ვუსურვებთ მათ შემოქმედებით წარმატებებს!

