26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
- May 26
- 1 min read
ქართულ-ამერიკულ სკოლაში ამ მნიშვნელოვან თარიღს, ტრადიციულად, განსაკუთრებულად აღვნიშნავთ და არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი!
მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლის კოლექტივი, ულამაზეს ეროვნულ სამოსში გამოწყობილნი, დიდი სიხარულითა და ემოციით ჩაერთნენ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
წლევანდელი დღესასწაულის საპატიო სტუმარი ყველასათვის საყვარელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, გიორგი კეკელიძე გახლდათ.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები. შეკრება, ტრადიციულად, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

