top of page


V კლასის საზეიმო დასასრული და ახალი ეტაპის ფერადი დასაწყისი
მეხუთეკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება და უფროსკლასელთა შენობაში გადასვლა ემოციური და დაუვიწყარი ღონისძიებით აღნიშნეს. წინ ახალი გამოწვევები და აღმოჩენებია!


FC Dinamo Tbilisi ფეხბურთელები სტუმრად GAHSV-ში
დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, სპორტული და საზეიმო განწყობა სუფევდა!
FC Dinamo Tbilisi-ს ფეხბურთელებმა GAS-ელებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს.
შეხვედრა სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო, სადაც ბავშვებმა ფეხბურთელებს საინტერესო კითხვები დაუსვეს. მოსწავლეებმა მეტი გაიგეს მათი სპორტული კარიერის, წარმატების და ყოველდღიური რეჟიმის შესახებ. ინტერვიუების შემდეგ განსაკუთრებული ემოციების დრო დადგა - ბავშვებმა სამახსოვრო ავტოგრაფები მიიღეს.


GAHSV ფესტივალზე „ერთიანი საქართველო – #ვარდობისთვე“.
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (ვაკის ფილიალი) ვოკალური წრის მოსწავლეები ხელოვნების ფესტივალზე „ერთიანი საქართველო – #ვარდობისთვე“.


საჭადრაკო ციებ-ცხელება – სტუმარი: დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი
სკოლას სტუმრობდა მოჭადრაკე, დიდოსტატი, ნინო ბაციაშვილი. ქალბატონმა ნინომ ბავშვებს თავისი კარიერის უამრავი საინტერესო ამბავი გაუზიარა. მოსწავლეები ყველაზე მეტად მსოფლიო ჩემპიონთან, #მაგნუს კარლსენთან ფრედ დასრულებული პარტიის ისტორიამ აღაფრთოვანა. შეხვედრის ფარგლებში ბავშვებმა დიდოსტატთან ერთდროული თამაშის სეანსშიც გამოსცადეს ძალები.
bottom of page

