GAHSV ფესტივალზე „ერთიანი საქართველო – #ვარდობისთვე“.
Jun 7
1 min read
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (ვაკის ფილიალი) ვოკალური წრის მოსწავლეებმა, პედაგოგ ია ხურცილავას ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების ფესტივალში „ერთიანი საქართველო – #ვარდობისთვე“.
სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ კონცერტზე ჩვენმა მოსწავლეებმა წარმატებით წარადგინეს თავიანთი ვოკალური ნომრები და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
განსაკუთრებული მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს - აკადემია „გვირილას“ და ქალბატონ ერნა წიფურიას.
ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს და მათ პედაგოგს.

