Mickey Mouse Clubhouse
- May 30
- 1 min read
1(1) კლასი
აი სასწვლო წელიც თითქმის დასრულდა და ეს განსაკუთრებული პერიოდი პირველკლასელებმა ინგლისურენოვანი სპექტაკლით „Mickey Mouse Clubhouse“ დააგვირგვინეს.
პატარებმა საყვარელი პერსონაჟების როლები მოირგეს და სცენაზე დიდი მონდომებით წარდგნენ.
მიკი, მინი, დონალდ დაქი, გუფი, პლუტო და მათი მეგობრები ისე მხიარულად მღეროდნენ და ცეკვავდნენ, რომ მთელი დარბაზი აიყოლიეს.
დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებს ამ ლამაზი სანახაობისთვის, ხოლო პედაგოგებს - ნანული ჩიტაშვილსა და ინგა დემეტრაძეს გაწეული შრომისა და თავდადებისთვის.

