„სიკეთე რკინის გულებით“ პროექტის შეჯამება
May 25
1 min read
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4(1) კლასში საინტერესო ინტეგრირებული პროექტი განხორციელდა!
დიზაინი და აღწერა: ბავშვებმა შექმნეს რობოტების პორტრეტები და გარეგნობა მრავალფეროვანი ზედსართავი სახელებით აღწერეს.
ფუნქციები და თამაში: განსაზღვრეს რობოტების მოვალეობები და ითამაშეს „გამოიცანი ფუნქცია“.
მარკეტინგი : მოიფიქრეს კრეატიული რეკლამები და რობოტები ნომინაციებში დააჯილდოვეს.
გაციფრულება: მოაწყვეს ციფრული ნამუშევრების პრეზენტაცია.
ინჟინერია: ელექტრული წრედებისა და მარტივი კონსტრუქციების გამოყენებით, რეალური რობოტები ააწყვეს!

