top of page

Children's Author Lela Tsutskiridze Meets Third-Grade Students at GAHSV

16 hours ago
1 min read

Updated: 2 hours ago

ვაკის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მესამეკლასელებს საბავშვო მწერალი ლელა ცუცქირიძე ესტუმრა. შეხვედრა წიგნებზე, ლიტერატურაზე, პერსონაჟების შექმნის პროცესსა და ბავშვების შემოქმედებით ნამუშევრებზე საუბარს დაეთმო.

შეხვედრა მოსწავლეების მიერ მომზადებული წერილებისა და საკუთარი ისტორიების წარდგენით დაიწყო. ბავშვებმა კლასში დაწერილი ნამუშევრები სტუმარს თავად წაუკითხეს. ლელა ცუცქირიძემ პატარა ავტორების ისტორიები დიდი ინტერესით მოისმინა და მათი შემოქმედებით აღფრთოვანება გამოხატა.

შემდეგ მოსწავლეებმა მწერალს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს. შეიტყვეს, როგორ იბადებიან წიგნის პერსონაჟები, რა იმალება მათი სახელების მიღმა, რომელ გმირს შეიძლება ჰგავდეს თავად ავტორი და რა საიდუმლოებები უკავშირდება თითოეულ პერსონაჟს.

შეხვედრის ბოლოს მწერალმა ბავშვებს ავტოგრაფები დაურიგა და მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.




(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის ჩიხი II, #7;

ნინო რამიშვილი #16

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page