top of page

სპორტული აქტივობები


FC Dinamo Tbilisi ფეხბურთელები სტუმრად GAHSV-ში
დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, სპორტული და საზეიმო განწყობა სუფევდა!
FC Dinamo Tbilisi-ს ფეხბურთელებმა GAS-ელებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს.
შეხვედრა სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო, სადაც ბავშვებმა ფეხბურთელებს საინტერესო კითხვები დაუსვეს. მოსწავლეებმა მეტი გაიგეს მათი სპორტული კარიერის, წარმატების და ყოველდღიური რეჟიმის შესახებ. ინტერვიუების შემდეგ განსაკუთრებული ემოციების დრო დადგა - ბავშვებმა სამახსოვრო ავტოგრაფები მიიღეს.


საჭადრაკო ციებ-ცხელება – სტუმარი: დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი
სკოლას სტუმრობდა მოჭადრაკე, დიდოსტატი, ნინო ბაციაშვილი. ქალბატონმა ნინომ ბავშვებს თავისი კარიერის უამრავი საინტერესო ამბავი გაუზიარა. მოსწავლეები ყველაზე მეტად მსოფლიო ჩემპიონთან, #მაგნუს კარლსენთან ფრედ დასრულებული პარტიის ისტორიამ აღაფრთოვანა. შეხვედრის ფარგლებში ბავშვებმა დიდოსტატთან ერთდროული თამაშის სეანსშიც გამოსცადეს ძალები.


„მხიარული სტარტები“
GAHSV-ში სპორტული შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ გაიმართა, რომელშიც მე-2 კლასის მოსწავლეებთან ერთად მშობლები და მასწავლებლებიც აქტიურად ჩაერთნენ.


ფრენურთის ამხანაგური მატჩი
GAHSV-მა მერმისის სკოლის გოგონათა გუნდს ფრენბურთის ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა. შეხვედრა საინტერესო და დაძაბული თამაშით, სპორტული სულისკვეთებითა და მეგობრული ატმოსფეროთი გამოირჩეოდა.


GAS-ის პატარა ჩემპიონები
ქართულ-ამერიკული სკოლის ჭადრაკის წრის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს საჭადრაკო კლუბ „მერანის“ მიერ ორგანიზებულ ტურნირში. ჭაბუკთა შორის მესამე ადგილი მოიპოვა - ალექსანდრე მესხიშვილმა ( 3(4) კლასი გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა - კატო ნიქაცაძემ (3(2) კლასი) GAS-ში ჩემპიონები იზრდებიან. #GAS #Chess #GASStudents #YoungChampions #ProudOfOurStudents


სამაგიდო ჩოგბურთის შიდა სასკოლო ჩემპიონატი
ქართულ-ამერიკული სკოლაში წარმატებით ჩატარდა სამაგიდო ჩოგბურთის შიდა სასკოლო ჩემპიონატი, რომელიც გაიმართა მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის და ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით. ვაჟებში გამარჯვებულები: ჯეკო მეიშვილი გიორგი ლომთაძე იოანე ჭუმბურიძე გოგოებში გამარჯვებულები: ანა მჭედლიშვილი მარიამ კერვალიშვილი მარიამ შახნაზაროვა პედაგოგი: ლევან დემეტრაშვილი ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილესა და მოსწავლეთა თვითმმართველობას! მომავალ


ჭადრაკის დიდოსტატი - ბელა ხოტენაშვილი სტუმრად GAS-ში
ქართულ-ამერიკულ სკოლას სტუმრად ეწვია ჭადრაკის დიდოსტატი, საქართველოს ნაკრების წევრი, მსოფლიოს ჩემპიონი 16 წლამდე გოგონათა შორის, ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული, სხვადასხვა საერთააორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი, საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ბელა ხოტენაშვილი . შეხვედრის ფარგლებში ბელამ ბავშვების კითხვებს უპასუხა, მოყვა კარიერის განმავლობაში გადამხდარ ამბებზე და მოსწავლეებთან ე რთდროული თამაშის სეანსი გამართა. ეს ვიზიტი განსაკუთრებით საინტ


საჭადრაკო ტურნირი
„კაისას“ მოზარდი მოჭადრაკეების წარმატება ქართულ-ამერიკული სკოლის დამატებითი ჭადრაკის წრის ,,კაისას" წევრმა წარმატებით იასპარეზეს საჭადრაკო კლუბ „მერანის“ მიერ ორგანიზებულ ტურნირში. ჭაბუკთა შორის მეორე ადგილი 4(3) კლასის მოსწავლემ გიორგი გეწაძემ დაიკავა. მესამე ადგილზე 3(2) კლასის მოსწავლემ ბადრი კერვალიშვილმა დაიკავა. 8 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის კი მეორე ადგილის მფლობელი 1 (3) კლასის მოსწავლე არსენ ხიდეშელი გახდა. გოგონათა შორის ასევე მეორე ადგილი დაიკავა 2 (2) კ


დინამოელების სტუმრობა ქართულ-ამერიკულ სკოლაში
დინამოელების სტუმრობა ქართულ-ამერიკულ სკოლაში ‐ სიხარულით, პოზიტივით და გულწრფელი ემოციებით სავსე დღე! გმადლობთ FC Dinamo Tbilisi ამ დაუვიწყარი შეხვედრისთვის!
bottom of page

