top of page


საჭადრაკო ციებ-ცხელება – სტუმარი: დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი
სკოლას სტუმრობდა მოჭადრაკე, დიდოსტატი, ნინო ბაციაშვილი. ქალბატონმა ნინომ ბავშვებს თავისი კარიერის უამრავი საინტერესო ამბავი გაუზიარა. მოსწავლეები ყველაზე მეტად მსოფლიო ჩემპიონთან, #მაგნუს კარლსენთან ფრედ დასრულებული პარტიის ისტორიამ აღაფრთოვანა. შეხვედრის ფარგლებში ბავშვებმა დიდოსტატთან ერთდროული თამაშის სეანსშიც გამოსცადეს ძალები.


საქველმოქმედო ინიციატივა
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (ვაკის ფილიალი) მე-9 კლასის მოსწავლეების საქველმოქმედო-საგანმანათლებლო პროექტი


ევროპული სასწავლო ვიზიტი 2026
წარმატებით დასრულდა ქართულ-ამერიკული სკოლის (GAS) 31-კაციანი დელეგაციის ევროპული სასწავლო ვიზიტი, რომლის ფარგლებში IX-X კლასის მოსწავლეები ციურიხს, ბრიუსელსა და ამსტერდამს ესტუმრნენ. დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები მეგი ტალახაძე და ანი კვერნაძე, ევროპული განათლების ასოციაციის (EEA) დამფუძნებელ გიორგი აგირბაიასთან ერთად. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს ევროპარლამენტი, ევროკომისია, პარლამენტარიუმი, ატომიუმი, Mini-Europe და ბელგიის პარლამენტი. განსაკუთრებული გა


GAS-ელების ტრიუმფი გერმანიაში!
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს გერმანიის მათემატიკური ოლიმპიადის ფინალურ ტურში, რომელიც 28 აპრილს ფრანკფურტში გაიმართა! ოლიმპიადის საწყის ეტაპზე 140 ქვეყნის 2000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. ფრანკფურტის ფინალურ ტურში კი საუკეთესოებს შორის საუკეთესოები - 48 ქვეყნის 300-ზე მეტი მოსწავლე შეეჯიბრა ერთმანეთს. ჩვენმა ნიჭიერმა ახალგაზრდებმა საქართველოს 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოუტანეს! გაიცანით ჩვენი გამარჯვებულები: ნატალია სუბელ


GAS & GAHS | NHSMUN 2026
🌍 GAS & GAHS დელეგაცია NHSMUN 2026-ზე ქართულ-ამერიკული სკოლის (GAS) და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (GAHS) 45-წევრიანი დელეგაცია მონაწილეობდა საერთაშორისო გაეროს მოდელირების კონფერენციაში - NHSMUN 2026 , რომელიც გაიმართა New York City-ში . ვიზიტი იყო მრავალმხრივი საგანმანათლებლო გამოცდილება, რომელიც აერთიანებდა აკადემიურ დებატებს, დიპლომატიურ თანამშრომლობას და კულტურულ აღმოჩენებს. გახსნის ცერემონიაზე მოსწავლეებმა მოისმინეს კამალა ჰარისის (აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი) შთ


საგაზაფხულო დღესასწაულები
მე-7 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სახალისო და შემოქმედებითი სანახაობა, რომელიც გაზაფხულის დღესასწაულებს მიეძღვნა


"გაიცანი დიდი ადამიანები - ზაქარია ფალიაშვილი"
დიდ ქართველ კომპოზიტორი - ზაქარია ფალიაშვილი


Science + Safety + English = GAS Project!
გრძელვადიან საგანმანათლებლო ინტეგრირებულ STEM + Safety + English პროექტი


ჩვენი სტუმრები - Dental House • დენტალ ჰაუსი-ის გუნდი
სპეციალური პრევენციული პროგრამის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებს სტომატოლოგიური კლინიკა Dental House- ის გუნდი


18 მარტი - ნარჩენების გადამუშავების მსოფლიო დღეა
როგორ ფიქრობთ…
რამდენი წელია საჭირო პლასტიკის დაშლისთვის? შუშის? ქაღალდის?


როგორ ჩავაბაროთ საზღვარგარეთ -GAS Seniors Talk
როგორ ჩავაბაროთ საზღვარგარეთ? რჩევები


GAS-ის პატარა ჩემპიონები
ქართულ-ამერიკული სკოლის ჭადრაკის წრის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს საჭადრაკო კლუბ „მერანის“ მიერ ორგანიზებულ ტურნირში. ჭაბუკთა შორის მესამე ადგილი მოიპოვა - ალექსანდრე მესხიშვილმა ( 3(4) კლასი გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა - კატო ნიქაცაძემ (3(2) კლასი) GAS-ში ჩემპიონები იზრდებიან. #GAS #Chess #GASStudents #YoungChampions #ProudOfOurStudents
bottom of page

