top of page

Search this site

452 results found with an empty search

  • „მხიარული სტარტები“

    სპორტი, გუნდურობა და უამრავი დადებითი ემოცია - ქართულ-ამერიკულ სკოლაში ნამდვილი სპორტული დღესასწაული მოეწყო! სპორტულ შეჯიბრში „მხიარული სტარტები“ მე-2 კლასის მოსწავლეებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვნენ მშობლები და მასწავლებლები. ქართულ-ამერიკულ სკოლაში სპორტულ ცხოვრებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს . მადლობა თითოეულ მონაწილეს ასეთი ენერგიისთვის და ჩართულობისთვის! პედაგოგები: ანა რურუა და ლიკა ბლაგიძე

  • "სიკეთე შენით იწყება" - ეკოკლუბის მორიგი ინიციატივა!

    ჩვენი სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით, მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად საქველმოქმედო კამპანია მოეწყო. მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით შეაგროვეს საკვები და კლუბის ხელმძღვანელთან, ლიკა მესხთან ერთად, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს ესტუმრნენ. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ ახლოდან გაცნობოდნენ თავშესაფრის ფუმფულა და საყვარელ ბინადრებს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მსგავსი სოციალური პროექტები ბავშვებში პასუხისმგებლობის, თანაგრძნობისა და ზრუნვის კულტურას აყალიბებს. ჩვენი ეკოკლუბის წევრები თავშესაფარს უკვე მეორედ სტუმრობენ. მათი მიზანია, საზოგადოებაში ამ მნიშვნელოვან თემაზე ცნობიერება აამაღლონ და მეტი ინტერესი გააღვიძონ. ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია მსოფლიო უკეთესი გავხადოთ! გახსოვდეს: არ იყიდო - აიყვანე! Don't Shop- Adopt

  • ევროპული სასწავლო ვიზიტი 2026

    წარმატებით დასრულდა ქართულ-ამერიკული სკოლის (GAS) 31-კაციანი დელეგაციის ევროპული სასწავლო ვიზიტი, რომლის ფარგლებში IX-X კლასის მოსწავლეები ციურიხს, ბრიუსელსა და ამსტერდამს ესტუმრნენ. დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები მეგი ტალახაძე და ანი კვერნაძე, ევროპული განათლების ასოციაციის (EEA) დამფუძნებელ გიორგი აგირბაიასთან ერთად. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს ევროპარლამენტი, ევროკომისია, პარლამენტარიუმი, ატომიუმი, Mini-Europe და ბელგიის პარლამენტი. განსაკუთრებული გამოცდილება აღმოჩნდა 9 მაისი - ევროპის დღე, რომლის ფარგლებში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო და ინტერაქტიულ აქტივობაში. დელეგაცია ასევე ესტუმრა ბრიუგეს - UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქს, ხოლო ამსტერდამში დაათვალიერა ქალაქის მთავარი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები. სასწავლო ვიზიტის დასასრულს მონაწილეებს ევროპული განათლების ასოციაციისგან (EEA) საზეიმოდ გადაეცათ სერტიფიკატები. მოსწავლეები საქართველოში მრავალფეროვანი გამოცდილებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

  • ფრენურთის ამხანაგური მატჩი

    ქართულ-ამერიკული სკოლისა და მერმისის სკოლის გოგონათა გუნდებს შორის ფრენბურთის ამხანაგური მატჩი გაიმართა. მატჩს ქართულ-ამერიკული სკოლა მასპინძლობდა. დაძაბული და საინტერესო შეხვედრა მერმისის სკოლის გოგონათა გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და ორივე გუნდს მადლობას ვუხდით სპორტული სულისკვეთებისა და ღირსეული თამაშისთვის! ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც დაიგეგმება მსგავსი ამხანაგური თამაშები. ქართულ-ამერიკული სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესის გაღვივებას და აქტიური ცხოვრების პოპულარიზაციას!

  • GAS-ელების ტრიუმფი გერმანიაში!

    ქართულ-ამერიკული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს გერმანიის მათემატიკური ოლიმპიადის ფინალურ ტურში, რომელიც 28 აპრილს ფრანკფურტში გაიმართა! ოლიმპიადის საწყის ეტაპზე 140 ქვეყნის 2000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. ფრანკფურტის ფინალურ ტურში კი საუკეთესოებს შორის საუკეთესოები - 48 ქვეყნის 300-ზე მეტი მოსწავლე შეეჯიბრა ერთმანეთს. ჩვენმა ნიჭიერმა ახალგაზრდებმა საქართველოს 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოუტანეს! გაიცანით ჩვენი გამარჯვებულები: ნატალია სუბელიანი (მე-10 კლასი) - გერმანიის მათემატიკური ოლიმპიადის ონლაინ ტურის გამარჯვებული! ნატალია დაჯილდოვდა ოქროს მედლით, მოიპოვა 1200 ევროს ოდენობის გრანტი და, ამასთანავე, ფრანკფურტის ფინალურ ტურში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა! ელენე ომიაძე (მე-10 კლასი) - ფინალური ტურის ბრინჯაოს მედლის მფლობელი მათემატიკაში! აღსანიშნავია, რომ გოგოებმა პარალელურად მიიღეს მონაწილეობა ენის საერთაშორისო ოლიმპიადა “Hi Lingua” Language Competition, რომელიც ასევე ფრანკფურთში გაიმართა. ელენემ საპატიო ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ნატალიამ ბრინჯაოსი. ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, ვულოცავთ მათ ამ მიღწევას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას! გუნდის მენტორი და მათემატიკის პედაგოგი: თამარ წერეთელი მსგავსი საერთაშორისო ოლიმპიადები და კონფერენციები 𝐆𝐀𝐒-ის სასწავლო პროცესის მუდმივი ნაწილია და მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის გლობალური გამოცდილების გაზიარებას. #Math #GermanOlympiad #HiLingua #EducationSuccess #Georgia

  • GAS & GAHS | NHSMUN 2026

    🌍 GAS & GAHS დელეგაცია NHSMUN 2026-ზე ქართულ-ამერიკული სკოლის (GAS) და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (GAHS) 45-წევრიანი დელეგაცია მონაწილეობდა საერთაშორისო გაეროს მოდელირების კონფერენციაში - NHSMUN 2026 , რომელიც გაიმართა New York City-ში . ვიზიტი იყო მრავალმხრივი საგანმანათლებლო გამოცდილება, რომელიც აერთიანებდა აკადემიურ დებატებს, დიპლომატიურ თანამშრომლობას და კულტურულ აღმოჩენებს. გახსნის ცერემონიაზე მოსწავლეებმა მოისმინეს კამალა ჰარისის (აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი) შთამაგონებელი სიტყვა რომელმაც ახალგაზრდებს მოუწოდა საკუთარი პოტენციალის რწმენის, ლიდერობისა და გლობალურ პროცესებში ჩართულობისკენ. კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული კომიტეტების მუშაობაში, სადაც ისინი განიხილავდნენ გლობალურ გამოწვევებს, მონაწილეობდნენ დებატებში, ამზადებდნენ რეზოლუციებს და თანამშრომლობდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. NHSMUN წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ახალგაზრდულ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ლიდერული უნარების განვითარებას, კრიტიკული აზროვნების გაღრმავებას და დიპლომატიური გამოცდილების მიღებას. კონფერენციის დასასრულს დელეგაციამ მოინახულა United Nations Headquarters, სადაც გაეცნენ გაეროს მუშაობის პრინციპებს და საერთაშორისო დიპლომატიის სივრცეს. კონფერენციის პარალელურად, დელეგაციამ მოინახულა ნიუ-იორკის მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს St. Patrick's Cathedral, Rockefeller Center, Empire State Building, Times Square, DUMBO და Brooklyn Bridge. განსაკუთრებული გამოცდილება იყო Statue of Liberty-თან ბორანით გასეირნება, ასევე ვიზიტები Metropolitan Museum of Art და SUMMIT One Vanderbilt. მოსწავლეებმა ასევე დაესწრნენ NBA-ის თამაშს, რაც ვიზიტის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად იქცა. ვიზიტი გაგრძელდა Washington, D.C.-ში, სადაც დელეგაციამ მოინახულა აშშ-ის პოლიტიკური და ისტორიული ცენტრები, მათ შორის United States Capitol, White House, Lincoln Memorial, Jefferson Memorial, Washington Monument, Arlington National Cemetery და National Air and Space Museum. ეს ტური მოსწავლეებს დაეხმარა უკეთ გაეგოთ ქვეყნის ისტორიული და პოლიტიკური მემკვიდრეობა.

  • საგაზაფხულო დღესასწაულები

    მე-7 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სახალისო და შემოქმედებითი სანახაობა, რომელიც გაზაფხულის დღესასწაულებს მიეძღვნა ღონისძიება გაიმართა ქართულ და ინგლისურ ენებზე და მოიცავდა სკეტჩებსა და დედებისადმი მიძღვნილ წერილებს განსაკუთრებული მადლობა ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის: მარიამ გაზდელიანი • თათია კეკელია • თეკლა მოდებაძე

  • "გაიცანი დიდი ადამიანები - ზაქარია ფალიაშვილი"

    ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკარის, თ. ჭელიძის გრძელვადიანი პროექტის „გაიცანი დიდი ადამიანები“ ფარგლებში, მარტი მიეძღვნა დიდ ქართველ კომპოზიტორს - ზაქარია ფალიაშვილს. პროექტი განხორციელდა მუსიკის პედაგოგ ნინო გორხელაშვილთან თანამშრომლობით. პროექტი ორ ეტაპად ჩატარდა: პირველ ეტაპზე მე-4(3) კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს, სადაც მათ საინტერესო და მარტივად გასაგებ ფორმატში გაეცნენ კომპოზიტორის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მეორე ეტაპზე ბავშვებმა უკვე თავად გაუზიარეს თანატოლებს მიღებული ცოდნა -პრეზენტაციების სახით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის მელოდია შთაგონებულია ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერებიდან - „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“. პრეზენტაციის დასასრულს კი ყველაზე ემოციური მომენტი დადგა - ყველამ ერთად ვიმღერეთ ჩვენი ულამაზესი სახელმწიფო ჰიმნი.

  • ჩვენი სტუმრები - Dental House • დენტალ ჰაუსი-ის გუნდი

    იცოდით, რომ მომავლის თავდაჯერებული ღიმილი სწორედ სასკოლო მერხიდან იწყება? სპეციალური პრევენციული პროგრამის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებს სტომატოლოგიური კლინიკა Dental House • დენტალ ჰაუსი-ის გუნდი ეწვია. ექიმებმა მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს. დეტალურად ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა ჩამოვიყალიბოთ კბილების გახეხვისა და მოვლის სწორი რუტინა. ბავშვები ჩაერთნენ აქტიურ დისკუსიაში და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიგეს: როგორ აზიანებს შაქარი და გაზიანი სასმელები კბილის მინანქარს რატომ აქვთ ბავშვებს 20 სარძევე, ხოლო ზრდასრულებს - 32 მუდმივი კბილი როგორ ჩამოვიყალიბოთ სწორი ჰიგიენური რუტინა ყოველდღიურად ამ დღემ ბავშვებს აჩვენა, რომ სტომატოლოგი მათი მეგობარია - შიში ნდობით შეიცვალა. შეხვედრის დასასრულს, „Dental House“-ის გუნდმა, დამსწრები პირის ღრუს მოვლის საშუალებებით დაასაჩუქრა. მადლობას ვუხდით „Dental House“-ის პროფესიონალთა გუნდს ასეთი მნიშვნელოვანი, ინფორმაციული და პოზიტიური დღისთვის!

  • 18 მარტი - ნარჩენების გადამუშავების მსოფლიო დღეა

    როგორ ფიქრობთ… რამდენი წელია საჭირო პლასტიკის დაშლისთვის? შუშის? ქაღალდის? სწორედ, ამ კითხვებით დაიწყო დღევანდელი ეკო აქტივობა. თემის ცნობადობის ასამაღლებლად, ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეები შეხვდნენ მე-5 კლასის მოსწავლეებს. ინტერაქციული თამაში სახალისო კითხვები გუნდური აქტივობები ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და დარწმუნდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ნარჩენების სწორად მართვა და გადამუშავება კრეატიული ნაწილი მეხუთეკლასელებმა მიიღეს გამოწვევა - მეორადი მასალისგან შექმნან საინტერესო ან სასარგებლო ნამუშევრები. შეხვედრის ორგანიზატორები: ლიკა მესხი და ლიკა დავითაშვილი პატარა ნაბიჯები - დიდი ცვლილებებისთვის!

  • ფიფქია, ჯუჯები და დედების ღიმილი - თეატრალური ზეიმი

    ქართულ-ამერიკულ სკოლაში მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე აქვთ შესაძლებლობა, ქართულისა და ინგლისურის გარდა, მე-3 ენად აირჩიონ და შეისწავლონ რუსული, ფრანგული ან გერმანული ენა . სკოლა აქტიურად უწყობს ხელს უცხო ენების პრაქტიკულ გამოყენებას საინტერესო პროექტებისა და აქტივობების მეშვეობით. ამჯერად, დედის დღესთან დაკავშირებით , ჩვენმა მეოთხე კლასის მოსწავლეებმა პატარა ღონისძიება მიუძღვნეს დამსწრე დედიკოებსა და ბებიებს. რუსულად მოსწავლეებმა წარადგინეს ლექსები, სიმღერები და პატარა ჩანახატები (პედაგოგი თინიკო კალაძე). გერმანულად: სპექტაკლი „ფიფქია და 2 ჯუჯა“ (პედაგოგი მარინე კობახიძე).

  • როგორ ჩავაბაროთ საზღვარგარეთ -GAS Seniors Talk

    ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის მხარდაჭერით, უფროსკლასელებისთვის გაიმართა საუნივერსიტეტო ორიენტაციის შეხვედრა. შეხვედრას უძღვებოდნენ მე-12 კლასის მოსწავლეები - ელენე ლომთაძე და ანდრია წილოსანი, რომლებიც უკვე ჩარიცხულნი არიან საერთაშორისო უნივერსიტეტებში. მათ 9 -11 კლასის მოსწავლეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში ჩაბარების პროცესზე - ისაუბრეს რეალურ გამოწვევებზე, იმ „წყალქვეშა ქვებზე“, რომლებიც ხშირად ხვდებათ აბიტურიენტებს განაცხადის მომზადებისას, უნივერსიტეტის არჩევისა და დოკუმენტების გაგზავნის ეტაპზე. ელენემ დეტალურად ისაუბრა ამერიკული უნივერსიტეტების მიღების პროცესზე, ხოლო ანდრიამ გაუზიარა მოსწავლეებს გამოცდილება ევროპულ უნივერსიტეტებში ჩაბარების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში მუშაობს გამოცდილი საუნივერსიტეტო მრჩეველთა გუნდი, ასეთი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - რადგან თანატოლების რეალური გამოცდილება ხშირად ყველაზე საინტერესო და ბევრისმომცემია.

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის ჩიხი II, #7;

ნინო რამიშვილი #16

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page