Search this site
452 results found with an empty search
- GAS-ის პატარა ჩემპიონები
ქართულ-ამერიკული სკოლის ჭადრაკის წრის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს საჭადრაკო კლუბ „მერანის“ მიერ ორგანიზებულ ტურნირში. ჭაბუკთა შორის მესამე ადგილი მოიპოვა - ალექსანდრე მესხიშვილმა ( 3(4) კლასი გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა - კატო ნიქაცაძემ (3(2) კლასი) GAS-ში ჩემპიონები იზრდებიან. #GAS #Chess #GASStudents #YoungChampions #ProudOfOurStudents
- „თანამედროვე სკოლის გამოწვევები და გამკლავების ეფექტური სტრატეგიები“
ქართულ-ამერიკულ სკოლაში წარმატებით ჩატარდა ვორქშოპების სერია თემაზე „თანამედროვე სკოლის გამოწვევები და გამკლავების ეფექტური სტრატეგიები“ . მათ უძღვებოდა სკოლის ფსიქოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი . შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების პედაგოგები და ფსიქოლოგები - ნია ასათიანი, ნინო კერესელიძე და ნინო როგავა . აქტიურად განიხილეს თანამედროვე განათლების სფეროს გამოწვევები და ეფექტური სტრატეგიები. შეხვედრა წარიმართა თანამშრომლობით და მხარდამჭერ გარემოში, რაც ხელს უწყობს პროფესიულ ზრდას და გამოცდილების გაზიარებას.
- 𝐆𝐀𝐒 𝐒𝐩𝐞𝐚𝐤𝐞𝐫 𝐅𝐨𝐫𝐮𝐦
ქართულ-ამერიკულ სკოლაში კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დასრულდა - 𝐆𝐀𝐒 𝐒𝐩𝐞𝐚𝐤𝐞𝐫 𝐅𝐨𝐫𝐮𝐦. პროექტი, უკვე მესამე წელია ტარდება მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით . წლიდან წლამდე ის სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს. წელს ფორუმში 𝟓𝟎 მოსწავლე მონაწილეობდა. 𝐆𝐀𝐒 𝐒𝐩𝐞𝐚𝐤𝐞𝐫 𝐅𝐨𝐫𝐮𝐦 მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა: საჯარო გამოსვლისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება; იდეების სტრუქტურირება და არგუმენტირებული წარმოდგენა; თავდაჯერებულობა და ლიდერული თვისებები; აუდიტორიასთან ურთიერთობისა და ემპათიის უნარი. მონაწილეები მენტორ პედაგოგებთან ერთად მუშაობდნენ ტექსტის დახვეწასა და წარდგენის უნარების გაძლიერებაზე. ქართულ-ამერიკული სკოლის მიზანია ყოველდღე შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული მოსწავლე თავდაჯერებულად გააზიარებს საკუთარ აზრს და წარმოაჩენს თავის შესაძლებლობებს.
- ეკოკლუბის გასვლითი ვორქშოპი თელავში
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის წევრებისთვის ქალაქ თელავში ჩატარდა გასვლითი გარემოსდაცვითი ვორქშოპი. მოსწავლეები ჩაერთნენ როლურ თამაშებში, თემატურ დისკუსიებში, გუნდურ და შემოქმედებით აქტივობებში, სადაც იმუშავეს გარემოს დაცვის საკითხებზე. სამი დღის განმავლობაში მათ მიიღეს ახალი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, ასევე მონაწილეობა მიიღეს საღამოს აქტივობებსა და შემეცნებით ექსკურსიაში თელავში. ვორქშოპის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები. ორგანიზატორი პედაგოგები: ლია მესხი და მერი ციმაკურიძე
- გაზაფხულის ლამაზი დღეები
ქართულ-ამერიკულ სკოლაში განსაკუთრებული სითბოთი აღვნიშნეთ 3 და 8 მარტი. ამ დღეებისთვის მზადება დიდი მონდომებითა და სიყვარულით მიმდინარეობდა და სხვადასხვა კლასში გაიმართა თემატური აქტივობები . ამჯერად გაგაცნობთ ჩვენი პირველკლასელების ღონისძიებას . პატარებმა დედიკოებს მიუძღვნეს ლექსები და სიმღერები. ხელოვნების გაკვეთილებზე ბავშვებმა შექმნეს ორიგინალური ნამუშევრები და საკუთარი ხელით დაამზადეს საჩუქრები. განსაკუთრებული მხიარულება მოჰყვა თამაშს „გამოიცანი, ვინ არის“ , სადაც ბავშვები და მშობლები ხალისით ცდილობდნენ, ამოეცნოთ საკუთარი თავი ანიმაციურ პერსონაჟებში. მოულოდნელ აღმოჩენებს სიცილი და მხიარულება არ აკლდა. ღონისძიების ბოლოს, დედიკოებთან ერთად, მოსწავლეებმა ტრაფარეტებით შექმნეს ნამუშევრები და ერთად „მორთეს გაზაფხულის ხე“ .
- თაობის ხმა
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს Key Consulting-ის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ-შემეცნებით პროექტში. ბავშვებმა დაამუშავეს და აუდიტორიის წინაშე წარადგინეს შემდეგი თემები ინგლისურ ენაზე: “ხელოვნური ინტელექტის გავლენა ადამიანზე”; “დედამიწის დაბინძურება და რისკები”; “ლიტერატურა და თავისუფლება - როგორ შეუძლია წიგნს შეცვალოს ადამიანის ცხოვრება”; “ჯანსაღი ცხოვრების წესი”. ვულოცავთ ყველა მონაწილეს წარმატებულ გამოსვლას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს! პედაგოგი: დიანა გაბისონია
- საგანმანათლებლო ექსკურსია
ქართულ-ამერიკული სკოლის რუსული კლუბის მოსწავლეები, კლუბის ხელმძღვანელ ეკატერინე ჭუჭულაშვილთან ერთად, საგანმანათლებლო ექსკურსიით იმყოფებოდნენ მოსწავლეთა სასახლეში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამუზეუმო სივრცე, დაესწრნენ პლანეტარიუმის სეანსს და მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია პლანეტებისა და კოსმოსის შესახებ. ბავშვებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ბავშვებზე სარკეებიანმა დარბაზმა, სადაც არქიტექტურული სილამაზე ეპოქის ესთეტიკასა და კულტურულ მეხსიერებას ერწყმის - სწორედ ამ სივრცეში მოეწერა ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს და მიღებულ იქნა ქვეყნის პირველი კონსტიტუცია.
- "ბულინგი და ბავშვთა უფლებები" – შეხვედრა GAS-ში
ქართულ-ამერიკულ სკოლას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები - ლიკა ღვინჯილია და ნინი წიწრიაშვილი ესტუმრნენ. შეხვედრა GAS-ის მე-11 კლასის მოსწავლეების ინიციატივით, მოქალაქეობის პროექტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის თემა - ბულინგი და ბავშვთა უფლებები . სტუმრებმა მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია სახალხო დამცველის სამსახურის როლის შესახებ და უპასუხეს მათ შეკითხვებს.
- პროექტის „აირჩიე სიკეთე“
მე-3 კლასის მოსწავლეებმა პროექტის „აირჩიე სიკეთე “ ფარგლებში, არაჩვეულებრივი სანახაობა გვაჩუქეს. ბავშვებმა თავად მოიფიქრეს ისტორიები და სცენაზე მინი თეატრალური ჩანახატების სახით წარადგინეს. პროექტში აქტიურად ჩაერთო თანამედროვე ტექნოლოგიებიც. ერთ-ერთი ჩანახატი, თეატრალურ სკეჩთან ერთად, ანიმაციურ მულტფილმადაც წარმოადგინეს, რომელიც მოსწავლეებმა თავად გაახმოვანეს. თითოეულ წარმოდგენაში ერთი მთავარი გზავნილი ისმოდა - სიკეთე იწყება ჩვენით და ცვლის სამყაროს . პედაგოგები: მარიამ ქოქოსაძე და ნინო გორხელაშვილი #აირჩიესიკეთე
- გაეროს მოდელირება 𝟮𝟬𝟮𝟲
ქართულ-ამერიკულ სკოლაში წარმატებით დასრულდა გაეროს მოდელირების (𝗠𝗨𝗡) სამდღიანი საგანმანათლებლო პროექტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების დელეგატები, ხოლო წინა წლების გამოცდილი მონაწილეები ჯგუფების ლიდერებად მოგვევლინნენ. ორივე სკოლის დელეგატები მარტში გაემგზავრებიან ნიუ-იორკში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ 𝗡𝗛𝗦𝗠𝗨𝗡-ის საერთაშორისო კონფერენციაში. სკოლაში გამართული მოდელირება მათ მნიშვნელოვნად დაეხმარება საერთაშორისო ასპარეზზე თავდაჯერებულად წარდგენაში. პირველი დღე დაეთმო კომიტეტებში გადანაწილებას, საკითხების კვლევასა და ქვეყნების პოზიციების მომზადებას. მეორე დღე - კომიტეტებში აქტიურ დებატებსა და რეზოლუციების ფორმირებას. მესამე დღე გახდა დასკვნითი ეტაპი - რეზოლუციების ოფიციალური წარდგენა, კენჭისყრა და საბოლოო ინიციატივების დამტკიცება. განსაკუთრებული მადლობა სკოლის თვითმმართველობასა და გაეროს კლუბს აქტიური ჩართულობისთვის, ასევე მოწვეულ სტუმარს - ლუკა კოკაიას, რომელმაც გენერალური მდივნის როლი წარმატებით შეასრულა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტის განხორციელებაში. დიდი მადლობა პროექტში ჩართულ პედაგოგებს მხარდაჭერისა და შთაგონებისთვის.
- ბლინები, შაირები, მხიარული განწყობა
ბლინები, შაირები, მხიარული განწყობა და გაზაფხულის მოლოდინი უცხოური ენების სწავლების ფარგლებში , რუსული ენის პედაგოგის, ეკატერინე ჭუჭულაშვილის ორგანიზებით , ქართულ-ამერიკული სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ყველიერის კვირა მხიარულად და შემოქმედებითად გააცილეს. სლავურ კულტურაში „ყველიერის“ ანალოგი „Масленица“ ბავშვებმა ტრადიციული ელემენტებით გააცოცხლეს: სიმღერები და შაირები თამაშები და მცირე წარმოდგენები თბილი განწყობა და გაზაფხულის მოლოდინი ღონისძიება გემრიელად დასრულდა ბლინებისა და ტკბილეულის მირთმევით - ისე, როგორც ნამდვილ დღესასწაულს შეეფერება. მადლობას ვუხდით მშობლებს მხარდაჭერისთვის
- პროექტი „მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“
სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღესთან - 20 თებერვალთან დაკავშირებით, ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასში ჩატარდა საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილი. ტოლერანტობა და სამართლიანობა - რა განსხვავებაა ამ ორ ცნებას შორის? სწორედ ამ თემაზე ესაუბრა მოსწავლეებს ჩვენი მოსწავლის მშობელი, მარიამ მაისურაძე - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო-ს სასწავლო-კვლევითი ცენტრის პროექტების მენეჯერი. ინტერაქტიული საუბრისა და მაგალითების დახმარებით ბავშვებმა გააცნობიერეს, რომ ტოლერანტობა ყოველდღიური ქცევაა - მოსმენა, მხარდაჭერა და ერთმანეთის მიღება, ხოლო სამართლიანობა ნიშნავს თანასწორობასა და პასუხისმგებლობას საერთო წესების მიმართ. პედაგოგი: ეკატერინე მაკარიძე მსგავსი შეხვედრები აძლიერებს სკოლისა და ოჯახის პარტნიორობას და ხელს უწყობს მოსწავლეთა ღირებულებითი ხედვის ჩამოყალიბებას.













