Search this site
452 results found with an empty search
- FC Dinamo Tbilisi ფეხბურთელები სტუმრად GAHSV-ში
FC Dinamo Tbilisi ფეხბურთელები ქართულ-ამერიკულ სკოლას ესტუმრნენ! დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, სპორტული და საზეიმო განწყობა სუფევდა! FC Dinamo Tbilisi-ს ფეხბურთელებმა GAS-ელებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს. შეხვედრა სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო, სადაც ბავშვებმა ფეხბურთელებს საინტერესო კითხვები დაუსვეს. მოსწავლეებმა მეტი გაიგეს მათი სპორტული კარიერის, წარმატების და ყოველდღიური რეჟიმის შესახებ. ინტერვიუების შემდეგ განსაკუთრებული ემოციების დრო დადგა - ბავშვებმა სამახსოვრო ავტოგრაფები მიიღეს. დღის ყველაზე სახალისო ნაწილი სკოლის მოედანზე გაგრძელდა! მხიარული შეძახილების, ჟრიამულისა და ემოციური ქომაგობის ფონზე, პროფესიონალებმა და მოსწავლეებმა ერთად, მხარდამხარ ითამაშეს. დინამოელებმა სკოლას უძვირფასესი საჩუქარი - გუნდის წევრების სამახსოვრო ავტოგრაფებით დამშვენებული „დინამოს“ საიუბილეო მაისური გადასცეს, რომელიც ჩვენი სპორტული კუთხის საპატიო ადგილს დაიკავებს! მსგავსი შეხვედრები ბავშვებში სპორტის სიყვარულს, გუნდურობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. დიდი მადლობა FC Dinamo Tbilisi-ს ამ თბილი, შთამაგონებელი და მოტივაციით სავსე დღისთვის!
- GAHSV ფესტივალზე „ერთიანი საქართველო – #ვარდობისთვე“.
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (ვაკის ფილიალი) ვოკალური წრის მოსწავლეებმა, პედაგოგ ია ხურცილავას ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების ფესტივალში „ერთიანი საქართველო – #ვარდობისთვე“. სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ კონცერტზე ჩვენმა მოსწავლეებმა წარმატებით წარადგინეს თავიანთი ვოკალური ნომრები და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს. განსაკუთრებული მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს - აკადემია „გვირილას“ და ქალბატონ ერნა წიფურიას. ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს და მათ პედაგოგს.
- „ჩვენი ამბების თარო“ | მე-5(4) კლასის კრეატიული პროექტის შეჯამება!
ქართულ-ამერიკულ სკოლაში (ვაკის ფილიალი) მორიგი საინტერესო, ინტეგრირებული პროექტი განხორციელდა. მეხუთეკლასელებმა ქართული ენა, ლიტერატურა და თანამედროვე ტექნოლოგიები გააერთიანეს და შექმნეს ციფრული სივრცე, სადაც საკუთარი ამბები გააცოცხლეს. მოსწავლეებმა თავად დაამზადეს მოსაწვევები Canva-ში, წარადგინეს ბლოგის პრეზენტაცია და საზოგადოებას თავიანთი საუკეთესო ნამუშევრები გაუზიარეს: წერილები და დღიურები ჩანახატები და სტატიები ზღაპრები და ფანტასტიკური ამბები ბუკლეტები და ავტობიოგრაფიული ტექსტები პრეზენტაციის დასასრულს, ნამუშევრებს სპეციალური ნომინაციებიც შევურჩიეთ. ყველაზე მეტად კი ის გვაბედნიერებს, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა უსაზღვროდ იფანტაზიორეს და თავი ნამდვილ პატარა მწერლებად იგრძნეს. ესტუმრეთ მათ ბლოგს და თავად აღმოაჩინეთ პატარა ავტორების დიდი სამყარო: https://gaseducationstudent.blogspot.com/ პედაგოგები: მარიამ ღუბელაძე და ირმა ქობულაშვილი
- გლობალური კონფლიქტები ბავშვების თვალით
ყველაფერი ქართულ-ამერიკული სკოლის მე-9 კლასელი ნინო ხურცილავას ინიციატივით დაიწყო - სკოლაში ჩატარდა ხატვის კონკურსი თემაზე „გლობალური კონფლიქტები“. მთავარი გამოწვევა - მონაწილეებს ნამუშევრები სკოლაში, ძალიან მოკლე დროში უნდა შეექმნათ, შემდეგ კი მაყურებლისა და ჟიურის წინაშე მოკლე პრეზენტაციით წარედგინათ საკუთარი ნამუშევრები და მათი მთავარი გზავნილი. ნამუშევრები იმდენად ემოციური, ღრმა და შინაარსიანი აღმოჩნდა, რომ ჟიურის გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ გაუჭირდა. გაიცანით გამარჯვებულები: ნინი მამალაძე - Overall Best Artist (მთავარი პრიზის მფლობელი!) მარიამ ივანიძე - Most Meaningful Artwork ელენე ლოლაძე -Most Creative Artwork ანა მჭედლიშვილი - Most Colorful Artwork მადლობა ხელოვნების პედაგოგ ანა ნასყიდაშვილსა და ესთეტიკის კათედრის ხელმძღვანელ ნინო გორხელაშვილს მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს - ნინო ხურცილავასა და ნანო მანიას, საინტერესო ინიციატივისა და გაწეული შრომისთვის. ვულოცავთ ყველა მონაწილეს და ვუსურვებთ მათ შემოქმედებით წარმატებებს!
- საჭადრაკო ციებ-ცხელება – სტუმარი: დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი
დიდი გამარჯვებები პირველი სვლით იწყება 𝟐 ივნისს, ჩვენს სკოლაში ნამდვილი საჭადრაკო ციებ-ცხელება იყო! სანამ პირველკლასელები ეზოს გიგანტურ დაფაზე სვლების გაკეთებაში ვარჯიშობდნენ, საჭადრაკო წრის მოსწავლეებს უიშვიათესი შესაძლებლობა მიეცათ - ისინი ქართველ დიდოსტატს, ნინო ბაციაშვილს შეხვდნენ. სკოლას სტუმრობდა მოჭადრაკე, რომელიც მსოფლიოს ქალთა რეიტინგში მე-𝟏𝟓 ადგილს იკავებს და არის ჭადრაკის დიდოსტატი როგორც ქალთა, ისე კაცთა შორის. ნინო ბაციაშვილი გახლავთ ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს ნაკრების სახელით, ევროპის ჩემპიონი რაპიდში, ევროპის საკლუბო ჩემპიონატის 𝟒 გზის გამარჯვებული და 𝟐𝟎𝟐𝟐 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი. ქალბატონმა ნინომ ბავშვებს თავისი კარიერის უამრავი საინტერესო ამბავი გაუზიარა. მოსწავლეები ყველაზე მეტად მსოფლიო ჩემპიონთან, #მაგნუს კარლსენთან ფრედ დასრულებული პარტიის ისტორიამ აღაფრთოვანა. შეხვედრის ფარგლებში ბავშვებმა დიდოსტატთან ერთდროული თამაშის სეანსშიც გამოსცადეს ძალები. ამ ემოციური დღის ბოლოს კი, ქალბატონმა ნინომ პედაგოგ მეგი ესებუასთან ერთად შიდა სასკოლო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა: 𝐈 ადგილი - დავით მაჭავარიანი (𝐈𝐕-𝟐) 𝐈𝐈 ადგილი - დემეტრე მოწონელიძე (𝐈𝐕-𝟒) 𝐈𝐈𝐈 ადგილი - გიორგი გეწაძე (𝐈𝐕-𝟑) ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ასეთი შეხვედრა ბავშვებისთვის ახალი მიზნების დასახვის, საკუთარი შესაძლებლობების რწმენის გაძლიერებისა და წარმატებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების საფუძველია.
- საქველმოქმედო ინიციატივა
დიუშენის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (ვაკის ფილიალი) მე-9 კლასის მოსწავლეებმა საქველმოქმედო-საგანმანათლებლო პროექტი განახორციელეს. პროექტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო პრეზენტაციები და მოეწყო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც სკოლის საზოგადოება აქტიურად ჩაერთო. გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხა სრულად გადაირიცხა დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მხარდამჭერ ფონდში. მადლობა ორგანიზატორებს, თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს, ვინც ამ კეთილ საქმეში წვლილი შეიტანა.
- "𝐎𝐧 𝐚𝐧 𝐈𝐬𝐥𝐚𝐧𝐝" | ინგლისურენოვანი სპექტაკლი
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-𝟑 კლასებმა ინგლისურ ენაზე წარადგინა სპექტაკლი "𝐎𝐧 𝐚𝐧 𝐈𝐬𝐥𝐚𝐧𝐝". პატარა მსახიობებმა დიდი მონდომებით, თავდაჯერებითა და არტისტიზმით გააცოცხლეს საკუთარი პერსონაჟები და მაყურებელს საინტერესო და ემოციებით სავსე წარმოდგენა შესთავაზეს. სპექტაკლი მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, სცენური გამოცდილებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობა იყო. პედაგოგები: ლიკა სერგია, თეკო კაპანაძე და ბელა ქორიძე. ვამაყობთ ჩვენი პატარა მსახიობებით და მათ კიდევ ბევრ წარმატებულ გამოსვლას ვუსურვებთ!
- Mickey Mouse Clubhouse
1(1) კლასი აი სასწვლო წელიც თითქმის დასრულდა და ეს განსაკუთრებული პერიოდი პირველკლასელებმა ინგლისურენოვანი სპექტაკლით „Mickey Mouse Clubhouse“ დააგვირგვინეს. პატარებმა საყვარელი პერსონაჟების როლები მოირგეს და სცენაზე დიდი მონდომებით წარდგნენ. მიკი, მინი, დონალდ დაქი, გუფი, პლუტო და მათი მეგობრები ისე მხიარულად მღეროდნენ და ცეკვავდნენ, რომ მთელი დარბაზი აიყოლიეს. დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებს ამ ლამაზი სანახაობისთვის, ხოლო პედაგოგებს - ნანული ჩიტაშვილსა და ინგა დემეტრაძეს გაწეული შრომისა და თავდადებისთვის.
- 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
ქართულ-ამერიკულ სკოლაში ამ მნიშვნელოვან თარიღს, ტრადიციულად, განსაკუთრებულად აღვნიშნავთ და არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი! მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლის კოლექტივი, ულამაზეს ეროვნულ სამოსში გამოწყობილნი, დიდი სიხარულითა და ემოციით ჩაერთნენ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. წლევანდელი დღესასწაულის საპატიო სტუმარი ყველასათვის საყვარელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, გიორგი კეკელიძე გახლდათ. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები. შეკრება, ტრადიციულად, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
- „სიკეთე რკინის გულებით“ პროექტის შეჯამება
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4(1) კლასში საინტერესო ინტეგრირებული პროექტი განხორციელდა! დიზაინი და აღწერა: ბავშვებმა შექმნეს რობოტების პორტრეტები და გარეგნობა მრავალფეროვანი ზედსართავი სახელებით აღწერეს. ფუნქციები და თამაში: განსაზღვრეს რობოტების მოვალეობები და ითამაშეს „გამოიცანი ფუნქცია“. მარკეტინგი : მოიფიქრეს კრეატიული რეკლამები და რობოტები ნომინაციებში დააჯილდოვეს. გაციფრულება: მოაწყვეს ციფრული ნამუშევრების პრეზენტაცია. ინჟინერია: ელექტრული წრედებისა და მარტივი კონსტრუქციების გამოყენებით, რეალური რობოტები ააწყვეს!
- ბავშვთა უფლებები და მათი დაცვა | მოქალაქეობის პროექტი
მოქალაქეობის პროექტის ფარგლებში, მე-10(2) კლასის მოსწავლეთა ინიციატივით, ქართულ-ამერიკულ სკოლას ესტუმრა საბაუნის ლექტორი ცირა ოქროპირიძე. შეხვედრის თემა იყო ბავშვთა უფლებები და მათი დაცვის პროცესში არსებული გამოწვევები. მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკუთარი უფლებების, პასუხისმგებლობებისა და იმ მექანიზმების შესახებ, რომლებიც უფლებების დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება.
- „Disney Park - Children’s Day“
სასწავლო წლის მიწურულს, ქართულ-ამერიკულ სკოლაში განსაკუთრებული საზეიმო ფუსფუსია. ამჯერად, სკოლის მთავარი გმირები ჩვენი ნიჭიერი პირველკლასელები გახდნენ! პატარა მსახიობებმა უდიდესი ენთუზიაზმითა და მონდომებით მაყურებელს ინგლისურენოვანი სპექტაკლი „Disney Park – Children’s Day“ წარუდგინეს. ბავშვებმა ყველასთვის საყვარელი დისნეის პერსონაჟების როლები მოირგეს- პიტერ პენი და კაპიტანი კაუჭი, ტინკერბელი, ფიფქია და მხიარული ჯუჯები და ა.შ. სპექტაკლმა დამსწრე საზოგადოების მქუხარე ოვაციები და უამრავი თბილი ღიმილი დაიმსახურა.













