top of page


ტრიუმფი XPERTSTEM Boston Elite Final 2026-ზე
GAHS-ისა და GAHSV-ის მოსწავლეებმა XPERTSTEM Boston Elite Final 2026-ზე მოიპოვეს 6 ოქრო, 4 ვერცხლი, 13 ბრინჯაო, საერთაშორისო პრემიები და ეწვივნენ MIT-სა და ჰარვარდის უნივერსიტეტს.


𝐒𝐩𝐞𝐥𝐥𝐢𝐧𝐠 𝐁𝐞𝐞 𝟐𝟎𝟐𝟔 | 𝐆𝐀𝐇𝐒𝐕
ვაკის ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში IV–VIII კლასებისთვის ინგლისური მართლწერის კონკურსი ჩატარდა. გაიცანით გამარჯვებულები და ღონისძიების დეტალები.


სცენა. განათება. ფარდა.... | სპექტაკლი „პრინცესა და მეღორე“
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (ვაკის ფილიალის) თეატრალური წრის სპექტაკლი „პრინცესა და მეღორე“ თეატრ „მეორე სახლის“ სცენაზე.


ოთხი წელი თითქოს ერთ დღედ გადაიქცა...
დამშვიდობება პირველ დამრიგებლებთან


სიუჟეტის მოულოდნელი შემობრუნება - კრეატიული წერის კონკურსი
ინგლისური ენისა და კრეატიული წერის საგნის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს მოთხრობები, სადაც მთავარი პირობა სიუჟეტის მოულოდნელი შემობრუნება იყო.


მე-8(2) კლასის ექსკურსია
მე-8(2) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ნინო ნაბახტეველთან და მშობლებთან ერთად გაემგზავრნენ შიომღვიმესა და წილკანში.


V კლასის საზეიმო დასასრული და ახალი ეტაპის ფერადი დასაწყისი
მეხუთეკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება და უფროსკლასელთა შენობაში გადასვლა ემოციური და დაუვიწყარი ღონისძიებით აღნიშნეს. წინ ახალი გამოწვევები და აღმოჩენებია!


კლუბების საქმიანობის შეჯამება
სასწავლო წლის დასასრულს, სასკოლო კლუბების წევრებს განხორციელებული აქტივობებისა და პროექტებისთვის გადაეცათ სერტიფიკატები. დაჯილდოვდნენ გაეროს მოდელირების, ეკო კლუბის, მეწარმეობისა და რუსული ენის კლუბის მოსწავლეები.


„The Day Teachers Disappeared" - ინგლისურენოვანი სპექტაკლი
რა მოხდებოდა, ერთ დილას სკოლაში მისულ ბავშვებს არცერთი მასწავლებელი რომ არ დახვედროდათ?
ზუსტად ეს იდეა გახდა სახალისო, თუმცა ამავდროულად დამაფიქრებელი ინგლისურენოვანი სპექტაკლის სიუჟეტი.


FC Dinamo Tbilisi ფეხბურთელები სტუმრად GAHSV-ში
დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, სპორტული და საზეიმო განწყობა სუფევდა!
FC Dinamo Tbilisi-ს ფეხბურთელებმა GAS-ელებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს.
შეხვედრა სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო, სადაც ბავშვებმა ფეხბურთელებს საინტერესო კითხვები დაუსვეს. მოსწავლეებმა მეტი გაიგეს მათი სპორტული კარიერის, წარმატების და ყოველდღიური რეჟიმის შესახებ. ინტერვიუების შემდეგ განსაკუთრებული ემოციების დრო დადგა - ბავშვებმა სამახსოვრო ავტოგრაფები მიიღეს.


GAHSV ფესტივალზე „ერთიანი საქართველო – #ვარდობისთვე“.
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (ვაკის ფილიალი) ვოკალური წრის მოსწავლეები ხელოვნების ფესტივალზე „ერთიანი საქართველო – #ვარდობისთვე“.


„ჩვენი ამბების თარო“ | მე-5(4) კლასის კრეატიული პროექტის შეჯამება!
ქართულ-ამერიკულ სკოლაში (ვაკის ფილიალი) მორიგი საინტერესო, ინტეგრირებული პროექტი განხორციელდა. მეხუთეკლასელებმა ქართული ენა, ლიტერატურა და თანამედროვე ტექნოლოგიები გააერთიანეს და შექმნეს ციფრული სივრცე, სადაც საკუთარი ამბები გააცოცხლეს. მოსწავლეებმა თავად დაამზადეს მოსაწვევები Canva-ში, წარადგინეს ბლოგის პრეზენტაცია და საზოგადოებას თავიანთი საუკეთესო ნამუშევრები გაუზიარეს: წერილები და დღიურები ჩანახატები და სტატიები ზღაპრები და ფანტასტიკური ამბები ბუკლეტები და ავტობიოგრაფიული
bottom of page

