445 results found with an empty search
- სცენა. განათება. ფარდა.... | სპექტაკლი „პრინცესა და მეღორე“
ამჯერად, თეატრ „მეორე სახლის“ სცენა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (ვაკის ფილიალის) თეატრალური წრის მოსწავლეებს დაეთმო. პატარა, ნიჭიერმა მსახიობებმა მაყურებლის წინაშე სპექტაკლი „პრინცესა და მეღორე“ წარადგინეს. ყველასთვის საყვარელმა ზღაპარმა დარბაზი ბავშვობის ჯადოსნურ სამყაროში დააბრუნა, გულწრფელმა შესრულებამ კი მაყურებლის მხურვალე ტაში დაიმსახურა. რეჟისორები: გიორგი ქარდავა და როლანდ ქარდავა მადლობა ჩვენი თეატრალური წრის პედაგოგებსა და პატარა მსახიობებს ამ ჯადოსნური საღამოსთვის! GAHSV მრავალფეროვანი შემოქმედებითი და სამეცნიერო წრეები მოსწავლეების ნიჭის აღმოჩენაში, მრავალმხრივი უნარების განვითარებასა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენაში ეხმარება.
- პროექტი: პროფესიული ორიენტაცია
ქართულ-ამერიკული სკოლის (GAS) მე-11 კლასელებმა თანასკოლელებისთვის საინტერესო და პრაქტიკული ვორქშოპი გამართეს თემაზე — პროფესიული არჩევანი! 🧭 ✨ რა მოხდა ვორქშოპზე? მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს DISC მეთოდოლოგია. მონაწილეებს შესთავაზეს სპეციალური კითხვარი, რომლის მეშვეობითაც მათ შეძლეს საკუთარ უნარებსა და პიროვნულ თვისებებზე დაყრდნობით მიეღოთ ინდივიდუალური რეკომენდაციები მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით. 👥 როგორ მომზადდა პროექტი? აღსანიშნავია, რომ ამ ვორქშოპს წინ უძღოდა კარიერის კონსულტანტის, ქ-ნი ივეტა გოგავას ვიზიტი სკოლაში. მან მე-11 კლასელებს დეტალურად გააცნო DISC მეთოდოლოგია და გაუზიარა საჭირო ცოდნა, რომელიც შემდგომში მოსწავლეებმა თავადვე გადასცეს დანარჩენ GAS-ელებს. 👩🏫 პედაგოგი: ქრისტინე ღონღაძე #GAS #ქართულამერიკულისკოლა #პროფესიულიორიენტაცია #მოქალაქეობა #DISC #მომავალიპროფესია #სკოლა
- Science + Safety + English = GAS Project!
Science + Safety + English = GAS Project! ქართულ-ამერიკული სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ გრძელვადიან საგანმანათლებლო ინტეგრირებულ STEM + Safety + English პროექტში! უკვე გავიარეთ პროექტის პირველი ოთხი ეტაპი: "ცეცხლსასროლი იარაღი და უსაფრთხოება" – გიორგი გაბეხაძე (შსს პოლიციის აკადემიის ყოფილი ინსტრუქტორი, „Luger“-ის დამფუძნებელი). ფიზიკის თემატური ლექცია – არჩილ ბაღბაია; ინგლისურენოვანი თემატური ტექსტები - დიანა გაბისონია. საგანმანათლებლო ვიზიტი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი & ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი – უნივერსიტეტის ლაბორატორიები, სამეცნიერო კვლევები, ქიმიური ექსპერიმენტები: ტუტე მეტალების რეაქციები, ვულკანის ამოფრქვევა, ქიმიური რაკეტა და სხვა. მოსწავლეთა პრეზენტაციები – მიღებული ცოდნის გაზიარება სკოლის საზოგადოებისთვის. მადლობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტს ღირებული მხარდაჭერისთვის. პროექტის ავტორი: დიანა გაბისონია ფიზიკის პედაგოგი: არჩილ ბაღბაია
- ტრიუმფი XPERTSTEM Boston Elite Final 2026-ზე
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისა (GAHS) და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ვაკის ფილიალის (GAHSV) დელეგაციამ ღირსეულად წარმოადგინა საქართველო საერთაშორისო STEM ოლიმპიადის XPERTSTEM Boston Elite Final 2026-ზე, რომელიც მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო მოსწავლეებს აერთიანებს. ოლიმპიადის ფინალში მონაწილეობისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა ჩვენი სკოლების 23 მოსწავლე და 4 მენტორი. კონკურსში მონაწილეობის პარალელურად დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის საერთაშორისო აკადემიური გარემოს გაცნობას. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბოსტონისა და ნიუ-იორკის ღირსშესანიშნაობები, ასევე ესტუმრნენ მსოფლიოს ორ წამყვან უნივერსიტეტს — ჰარვარდის უნივერსიტეტსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს (MIT). კამპუსების ტურის დროს მათ გაეცნენ უნივერსიტეტების ისტორიას, სასწავლო პროგრამებს, კვლევით შესაძლებლობებსა და სტუდენტურ ცხოვრებას. საერთაშორისო ფინალი ჩვენი დელეგაციისთვის განსაკუთრებული წარმატებით დასრულდა. GAHS-ისა და GAHSV-ის მოსწავლეებმა მოიპოვეს: 6 ოქროს მედალი; 4 ვერცხლის მედალი; 13 ბრინჯაოს მედალი; საერთაშორისო ფულადი პრემიები. XPERTSTEM - არის ცოდნის გაღრმავების, საერთაშორისო გამოცდილების მიღების, კულტურათაშორისი თანამშრომლობისა და ინოვაციური აზროვნების განვითარების უნიკალური შესაძლებლობა. მონაწილეებმა შეიძინეს ახალი ცოდნა, დაამყარეს მეგობრული კავშირები სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან და კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს ქართველი ახალგაზრდების მაღალი აკადემიური პოტენციალი საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წარმატება თითოეული მოსწავლის შრომის, მენტორების პროფესიონალიზმისა და ჩვენი სკოლების STEM განათლების მაღალი სტანდარტის შედეგია. ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების მიღწევებით და გვჯერა, რომ მსგავსი საერთაშორისო გამოცდილება მათ მომავალ წარმატებებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
- 𝐒𝐩𝐞𝐥𝐥𝐢𝐧𝐠 𝐁𝐞𝐞 𝟐𝟎𝟐𝟔 | 𝐆𝐀𝐇𝐒𝐕
ვაკის ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში, უცხო ენების კათედრის ორგანიზებით, 𝐈𝐕-𝐕𝐈𝐈𝐈 კლასელებისთვის ინგლისური მართლწერის კონკურსი ჩატარდა! ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: იან ბერნსი, მაიკ გლაზნერი, ვახო თათარაშვილი და ჩვენი IX კლასელი ექს-მონაწილეები. სკოლამ პირველი ადგილის მფლობელებს 𝟏𝟎𝟎-ლარიანი ვაუჩერები, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასულ ყველა მოსწავლეს ბრენდირებული საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა. გამარჯვებულები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით: 𝐈𝐕 კლასი გიორგი სუბარი; ალექსანდრე გოგელია; სესილი იაკობაშვილი 𝐕 კლასი სანდრო კავთუაშვილი; ანასოფია ზარნაძე; მერი ძაგნიძე 𝐕𝐈 კლასი რეზი ჯვარშეიშვილი; ბუბა ხაბულიანი; ბარბარა პაპიაშვილი 𝐕𝐈𝐈 კლასი მართა გაფრინდაშვილი; ლევან რეკვავა; ნიტა ჩაჩიბაია 𝐕𝐈𝐈𝐈 კლასი ეკატერინე ნანობაშვილი; ნუცა ხუციშვილი; სანდრო ბეროზაშვილი ეს კონკურსი საუკეთესო გზაა ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებისა და ბავშვების თავდაჯერებულობის ასამაღლებლად. ვამაყობთ ჩვენი გამარჯვებულებით. მადლობა ორგანიზატორებს, ჟიურის და თითოეულ მონაწილეს!
- ოთხი წელი თითქოს ერთ დღედ გადაიქცა...
პირველი ზარი, პირველი ასოები, პირველი მეგობრები, პირველი წარმატებები... და აი, დადგა დღე, როცა მე-4 კლასელებმა თავიანთ პირველ დამრიგებლებს სიყვარულითა და მადლიერებით უთხრეს: „მადლობა!“ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (ვაკის ფილიალი) მე-4 კლასელებმა ემოციებით სავსე, თბილი და ფერადი ღონისძიება გამართეს. სევდანარევი სიხარულით ბავშვებმა ცაში გაშვებულ ბუშტებს თავიანთი ოცნებები გაატანეს, პედაგოგებმა კი გულში ოთხი წლის ყველაზე ძვირფასი მოგონებები შეინახეს. ბავშვებს წინ ახალი ეტაპი, ახალი მასწავლებლები, ახალი აღმოჩენები და დიდი წარმატებები ელით, მაგრამ პირველი მასწავლებლის სიყვარული ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს მათ გულებში.
- სიუჟეტის მოულოდნელი შემობრუნება - კრეატიული წერის კონკურსი
სიუჟეტის მოულოდნელი შემობრუნება - IX კლასელების შემოქმედებითი გამოწვევა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (GAHSV) ჭავჭავაძის ფილიალის მე-9 კლასელებმა საინტერესო ლიტერატურული გამოწვევა მიიღეს. ინგლისური ენისა და კრეატიული წერის საგნის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს მოთხრობები, სადაც მთავარი პირობა სიუჟეტის მოულოდნელი შემობრუნება იყო. მათ შეძლეს საკუთარი ფანტაზია, წერის სტილი და ორიგინალური ხედვა საინტერესო სიუჟეტებად ექციათ. წარმოგიდგენთ კონკურსის გამარჯვებულებს ნომინაციების მიხედვით: საუკეთესო მოთხრობა (Best Story) ანი ქარდავა ანა ქრისტესიაშვილი საუკეთესო სიუჟეტური შემობრუნება (Best Twist) ბარბარე ნათენაძე ნინო ანდღულაძე გამორჩეული ენობრივი სტილი (Best Language) ნანო მანია ნუცა კორძაძე ყველაზე კრეატიული იდეა (Most Creative Idea) რუსუდან ჯალაღონია ანასტასია ფანცულაია პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი: ნატო მიქავა ვულოცავთ გამარჯვებულებს ამ წარმატებას! მადლობა თითოეულ მონაწილეს საინტერესო და ორიგინალური ნამუშევრისთვის
- მე-8(2) კლასის ექსკურსია
„ზოგჯერ საუკეთესო გაკვეთილები საკლასო ოთახის მიღმა ტარდება.“- ნინო ნაბახტეველი მე-8(2) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ნინო ნაბახტეველთან და მშობლებთან ერთად გაემგზავრნენ შიომღვიმესა და წილკანში. ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეებმა „ვილა მოსავალში“ დაისვენეს და დრო სასიამოვნო გარემოში გაატარეს. ასეთი დღეები სასკოლო ცხოვრებას განსაკუთრებულ მოგონებებად აქცევს და მოსწავლეებს ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს.
- V კლასის საზეიმო დასასრული და ახალი ეტაპის ფერადი დასაწყისი
ჩვენს სკოლაში მეხუთე კლასის დასრულება მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგანაც მომავალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები სწავლას უკვე უფროსკლასელთა შენობაში გააგრძელებენ, სადაც ახალი გამოწვევები, შესაძლებლობები და საინტერესო აღმოჩენები ელით. ამ განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ერთმანეთს პერანგებზე სამახსოვრო ჩანაწერები დაუტოვეს. ღონისძიებაზე ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და კიდევ ერთხელ აჩუქეს დამსწრეებს დაუვიწყარი ემოციები. დღე კიდევ უფრო საზეიმო გახადა სკოლის დირექტორის მილოცვამ, სადღესასწაულო ტორტმა და მხიარულმა აქტივობებმა.
- კლუბების საქმიანობის შეჯამება
ქართულ-ამერიკულ სკოლაში დასრულდა კიდევ ერთი აქტიური და საინტერესო წელი არაფორმალური განათლების მიმართულებით. განხორციელებული აქტივობებისა და პროექტებისთვის გაეროს მოდელირების, ეკო კლუბის, მეწარმეობის და რუსული ენის კლუბის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები. არაფორმალური განათლება ქართულ-ამერიკულ სკოლაში სასწავლო პროცესის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ხელს უწყობს მოსწავლეთა პიროვნულ ზრდას, ინიციატივების განვითარების უნარსა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებას. მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლესა და კლუბის ხელმძღვანელს გაწეული შრომისა და ენთუზიაზმისთვის! მომავალ სასწავლო წელს კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტითა და ინიციატივებით გელოდებით!
- „The Day Teachers Disappeared" - ინგლისურენოვანი სპექტაკლი
„The Day Teachers Disappeared" | დღე, როცა სკოლიდან მასწავლებლები გაქრნენ... რა მოხდებოდა, ერთ დილას სკოლაში მისულ ბავშვებს არცერთი მასწავლებელი რომ არ დახვედროდათ? ზუსტად ეს იდეა გახდა სახალისო, თუმცა ამავდროულად დამაფიქრებელი ინგლისურენოვანი სპექტაკლის სიუჟეტი, რომელიც ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (ვაკის ფილიალი) მე-5 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს. დიდი მადლობა ჩვენს პედაგოგებს! ამ სპექტაკლით მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მადლიერება იმ შრომისა და მზრუნველობისთვის, რასაც მასწავლებლები ყოველდღიურად დებენ მათ განვითარებაში. ვულოცავთ ბავშვებს წარმატებულ გამოსვლას! სიამაყით ველოდებით მათ მომავალ შემოქმედებით ნაბიჯებს!
- ეკოკლუბის ვიზიტი ნიქოზში
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, სკოლის ტრადიციული საქველმოქმედო აქტივობების ფარგლებში, მორიგი პროექტი განახორციელეს. მთლიანი სასკოლო საზოგადოების ჩართულობით შეგროვებული თანხით, მათ საჩუქრები შეიძინეს სოფელ ნიქოზის საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეები და პედაგოგები ნიქოზს ესტუმრნენ, საჩუქრები პირადად გადასცეს ბავშვებს და დაესწრნენ მათ მიერ გამართულ ჩრდილების თეატრს, რომელმაც სტუმრებზე განსაკუთრებული და თბილი შთაბეჭდილება მოახდინა. : სოფელი ნიქოზი ოკუპაციის ხაზთან მდებარეობს, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ბავშვებმა იგრძნონ თანადგომა, ყურადღება და მეგობრობა. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მცირე სიკეთით დიდი მნიშვნელობის შეტანა მათ ცხოვრებაში. მსგავსი პროექტები მოსწავლეებში ავითარებს თანაგრძნობას, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და სოციალური სოლიდარობის მნიშვნელობის გააზრებას. მენტორი პედაგოგები: ლიკა მესხი და ირმა თითირაშვილი













